Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია - ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები- სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების მოთხოვნით მშობლები კამპანიას იწყებენ

თარიღი : 16-10-2021, 12:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფასო კვების მოთხოვნით მშობლები კამპანიას იწყებენ.

აღნიშნული მიზნით სოციალურ ქსელში მათ ჯგუფი შექმნეს, სადაც იდეის მომხრეები ერთიანდებიან.

“მეოთხეკლასელ მოსწავლეებში ჩატარებული კვლევის მიხედვით, სკოლაში მისვლის დროს ქართველი მოსწავლეების 77% ყოველთვის (35%) ან ხანდახან (42%) განიცდის შიმშილის გრძნობას (PIRLS 2016). ეს კვლევა არ მსჯელობს შიმშილის მიზეზებზე, მაგრამ, რადგან ვიცით, რომ ყოველი მეოთხე ბავშვი სიღარიბეში ცხოვრობს (UNICEF 2019), უნდა ვთქვათ, რომ მთავარი მიზეზი საკვების არქონაა.

ნებისმიერ საზოგადოებასა და სახელმწიფოზე იმით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ექცევიან მოხუცებს და ბავშვებს. ჩვენთან ბავშვების შიმშილი თითქოს უხილავია - ამაზე არ ლაპარაკობენ არც პოლიტიკოსები, არც ტელევიზიები, არც უფლებადამცველები. მაგრამ ბავშვები შიმშილობენ მზის შუქზე, ჩვენ თვალწინ, ჩვენს ოჯახში, ჩვენს სამეზობლოში, სანათესაოში, სამეგობროში, ჩვენი შვილების საკლასო ოთახებში.

საჯარო სკოლებში სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ბავშვთა სასკოლო კვების საყოველთაო პროგრამა. ჩვენ ვიწყებთ მობილიზაციას ამ მოთხოვნის გარშემო,”-ნათქვამია მშობლების განცხადებაში.


ნანახია: 242-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო აქცია 38 საჯარო და 8 კერძო სკოლაში მიმდინარეობს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
ქუთაისის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს.

ამინდი