Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს ხარაგაულის მერია 9 000 ლარით დაეხმარა

თარიღი : 14-10-2021, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი სოფელ ვარძიაში, მერის წარმომადგენელთან, მზექალა გლუნჩაძესთან ერთად, ხანძრის შედეგად დაზარალებულ ჩაჩანიძეების ოჯახს ესტუმრა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ხანძარი ელექტროენერგიის შედეგად გაჩნდა, რის გამოც ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა და თავს ამ დრომდე დამხმარე სათავსო ნაგებობაში აფარებს.

ხარაგაულის მერიის დახმარებით, დაზარალებულ ოჯახის ანგარიშზეა 9 ათასი ლარი, რომელიც ამ ეტაპზე პირველადი სამუშაოების გაწევას მოხმარდება. ოჯახს დახმარება გაეწია ასევე პირველადი მოხმარების საგნებით.

,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ მერის კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, ყველა რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ ოჯახს დროული დახმარება მიეღო. თუ მუნიციპალიტეტს ექნება სამართლებრივი და ფინანსური რესურსი, ჩვენ კიდევ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებას, რომ დროულად მოხდეს გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ოჯახს საცხოვრებელი ჰქონდეს. ასეთ ადამიანებს დროული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ. ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ. ყველაზე მეტად ამ დროს სჭირდება ადამიანს მხარდაჭერა და თანადგომა,”-ამბობს ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიქაბაძეების ოჯახი, რომელთაც საკუთარი სახლიდან ვერაფრის გადარჩენა ვერ შესძლეს, ძმის ოჯახს აფარებს თავს.
რვასულიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაენგრა. სახლის ნგრევა მისმა სიძველემ და სოფელში მოსულმა ნალექმა გამოიწვია.
მერაბ ნიქაბაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლი ერთი თვის წინ დაეწვა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა, მას ერთჯერადი თანხით - 300

ამინდი