ვანის სოფელ სალომინაოში, სანიკიანების უბანში ახალი გზა ეწყობა
თარიღი : 13-10-2021, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანში, სალომინაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სანიკიანების უბანში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის აღდგენის სამუშაოები დღეს ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გოჩა ჭუბაბრიამ ადგილზე დაათვალიერეს.
აღნიშნულ უბანში ასფალტირებული გზა ამ დრომდე არ არსებობდა, რაც მოსახლეობას გადაადგილების კუთხით პრობლემას უქმნიდა.
პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება გზის 3000 მეტრიან მონაკვეთს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია- შპს ორიენტირი ახორციელებს.
სალომინაოში სანიკიანების საუბნო საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 586 578 ლარი დაიხარჯება.