Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში, სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

თარიღი : 13-10-2021, 15:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, სიმონ საყვარელიძის სახელობის სასპორტო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოწესრიგდება სველი წერტილები, განახლდება სასპორტო სკოლის დარბაზში კედლები და ჭერი. შეიცვლება განათების სისტემა. კეთილმოეწყობა შენობის დერეფანი. დაემატება ინდივიდუალური გასახდელები ფარიკაობის დარბაზს.

სასპორტო სკოლის რეაბილიტაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 66 399 ლარი დაიხარჯება. სატენდერო ვალდებულებით, შენობის რეაბილიტაციას, შპს „ივერმშენი 2006“ ახორციელებს.

“სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სპორტის ყველა სექციის წარმომადგენელს, სათანადო გარემო ექნებათ ვარჯიშებისა და შეჯიბრებების ჩასატარებლად, რაც ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურება,”-აცხადებენ ზესტაფონის მერიაში.


ნანახია: 149-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი