Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘მოკლე ფრაგმენტები 30 ადამიანის ცხოვრებიდან,’-გამოფენა ხარაგაულში

თარიღი : 12-10-2021, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა „ჩვენ - 30 ამბავი“ გაიხსნა.

ფოტოგამოფენა ფოტოგრაფ ლევან ხერხეულიძისა და მწერალ არჩილ ქიქოძის მიერ პროექტის “ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან” ფარგლებში მომზადდა.

აღნიშნულ პროექტს საქართველოში “გლადა ჰუდიკ თეატრი” “შვედური ინსტიტუტის” მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო 30 ადამიანის ცხოვრებიდან მოკლე ფრაგმენტები.

გამოფენის მიზანია, ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.

ფოტოგამოფენაზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„ძალიან დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. პროექტი ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. მიხარია, რომ ხარაგაული ძალიან დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მეორე საჯარო სკოლის პედაგოგს, თეა ტალახაძეს და მის კლასს. სწორედ მათ გამო გადავწყვიტეთ გამოფენა ხარაგაულში გაგვეხსნა. პროექტის მიზანია, მხარი დავუჭიროთ იმ ადამიანებს ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება და ჩვენი სტერეოტიპული ხედვაც შევცვალოთ,”-ამბობს პროექტის კორდინატორი საქართველოში თამარ უჩანეიშვილი.

“პროექტის ფარგლებში რვა აქტივობა გვქონდა დაგეგმილი და თითოეულ მათგანში ბავშვები დიდი სიხარულით მონაწილეობდნენ. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შვედურმა ფილმმა „რამდენი მოცვია ამ ქვეყნად“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები მონაწილეობდნენ. შევიმუშავეთ ჩვენი კონსტიტუცია და წესდება. ბოლო ღონისძიებაზე კი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მოვიწვიეთ და გავმართეთ დიდი დღესასწაული. ამ ყველაფერზე ნინო ორჯონიკიძემ და ვანო არსენიშვილმა ფილმი გადაიღო,”-ამბობს ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი თეა ტალახაძე.

გამოფენა „ჩვენ - 30 ამბავი“ ხვალიდან კულტურის ცენტრში გადაინაცვლებს.

გამოფენის პარალელურად მოეწყობა ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის ფილმების ჩვენება.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შშმ ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის ქუთაისის ერთ-ერთ მუზეუმში შემეცნებითი და გასართობი ტური გაიმართა.
კონფერენციაზე შშმ პირთა უფლებების დაცვასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ისაუბრეს.
ქუთისის ვიცე გუბერნატორი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს მათთან ჩასვლას და საჩუქრების ჩატანას დაჰპირდა.
ხარაგაულში შშმ პირთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს.