Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში შემსვლელ ყველა მანქანას სამართალდამცავები ამოწმებენ

თარიღი : 12-10-2021, 13:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
12 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში 1000 ტონამდე ყურძენი უკვე დაბინავებულია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ ამბროლაურში, რთველის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.

შტაბში, ამ ეტაპზე, 30-მდე კომპანიაა დარეგისტრირებული, რომლებიც რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში რთველში ერთვებიან.

“ყურძნის მიმღები პუნქტები 17 ლოკაციაზეა გახსნილი, რაც მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო პანდემიით შექმნილი ვითარების გამო, მეღვინეობის განვითარებული ინდუსტრიის მქონე ქვეყნებში, გადამმუშავებელი საწარმოების მხრიდან ყურძენზე მოთხოვნა შემცირებულია.

მევენახე ფერმერთა მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ისევე, როგორც კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშიც, რთველის სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარის მიკროზონაში მოწეულ, არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 7 ლარს გადაუხდის.

სუბსიდიის თანხა შეადგენს 3 ლარს 1 კგ როგორც ალექსანდროულის, ისე მუჯურეთულის ჯიშის ყურძენზე.

ადგილწარმოშობის ღვინის „ხვანჭკარა“ ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, რაჭის რეგიონის შესასვლელებში სპეციალური საკონტროლო პუნქტებია გახსნილი.

მოწმდება რეგიონში შემოსული ყველა მანქანა, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან რაჭის რეგიონში შემტანა. ამავე მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელ ყურძენს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მოწეული ყურძნის ჩაბარება ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მევენახეობის კადასტრის ამონაწერის საფუძველზე ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში საკადასტრო ამონაწერი 1700-მდე მევენახეს აქვს აღებული,”-აცხადებენ სააგენტოში.


ნანახია: 437-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში განაცხადა, სადაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
ღვინის დამზადებით დაკავებული პირები თერჯოლაში ყურძნის მოსავლის ნაკლებობაზე საუბრობენ.
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამინდი