Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერმა აგვისტოს ომის გმირის ოჯახის წინაშე დადებული პირობა შეასრულა

თარიღი : 12-10-2021, 12:39 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა სოფელ ხიდარში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანში, გზის ყველაზე რთულ მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები მერის წარმომადგენელთან, გივი დოლიკაშვილთან ერთად მოინახულა.

ბეტონის საფარი ზაზა გლუნჩაძის უბანში გზის 300 მეტრ მონაკვეთზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო.

“ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა სოფლის და ოჯახის წინაშე დადო პირობა, რომ ზაზა გლუნჩაძის უბანში აუცილებლად მოხდებოდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც შესრულდა.

ჩვენ იმდენად პრობლემატურად მივიჩნიეთ ეს საკითხი, რომ რადგან რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსება გადანაწილებული იყო, ბატონმა კობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს გზა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა. მინდა ხაზი გავუსვა ამ გარემოებას, რადგან ჩვენ გზების კაპიტალურ მშენებლობას ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ვაფინანსებთ.

სოფელი ხიდარი, ისევე როგორც ხარაგაულის სხვა სოფლები, ნამდვილად მიიღებს ბევრ ახალ სიახლეს ახალი პროექტების სახით.

ხიდარში ჩვენ გვყავს ახალი კადრი, გივი დოლიკაშვილი, რომელიც ვფიქრობ, ზუსტად მოიტანს ჩვენამდე მოსახლეობის საჭიროებებს და ერთ გუნდას უფრო მეტს შევძლებთ,”-ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობისაგან დაღუპული გმირის ოჯახს ერთჯერადი ფულადი დახმარება გადაეცა.

ამინდი