Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Top გოგო ქუთაისიდან, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

თარიღი : 9-10-2021, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილებასთან ერთად, ქალაქში მცხოვრები ნიჭიერი, სხვადასხვა შემოქმედებითი უნარით დაჯილდოვებული, საკუთარ სფეროში წარმატებული და საზოგადოებისათვის აქამდე უცნობის ახალგაზრდების აღმოჩენას და მათი წარმატების ისტორიის თქვენთვის გაზიარებას აგრძელებს.

Youth Media-ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელიც ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც, წარმატებული ახალგაზრდების აღმოჩენის პროცესი მომდევნო ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

პროექტის ფარგლებში, იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ზე განთავსდება სტატიები წარმატებული ახალგაზრდებისა და მათი წარმატების ფორმულის შესახებ, ასევე, მომზადდება ვიდეოსიუჟეტები ახალგაზრდებისათვის საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე.


ცოტა ხნის წინ 16 წლის ქუთაისელმა ლიზა კობერიძემ შეიძლება ვთქვათ, მსოფლიო აალაპარაკა, როდესაც მილანის მოდის კვირეულზე, Dolce & Gabbana-ს გაზაფხული/ზაფხული 2022 კოლექციის ჩვენებაზე მოდელის როლში ვიხილეთ.

“Top გოგო”-ასეთია ლიზას მეტსახელი. 12 წლის იყო, როდესაც სამოდელო სააგენტო "ნატალი"-ს დიდ ოჯახში შეაბიჯა. მას შემდეგ დიდი გზა გაიარა იმისთვის, რომ როგორც მოდელი გაეცნოთ და ეღიარებინათ. ჩვენებებში მონაწილეობა საქართველოდან დაიწყო, შემდეგ იყო იტალია “Smart Bambina”. იტალიის შემდეგ დიდი ტოკიო, კორეა და 16 წლის ასაკში მილანის მოდის კვირეული.

"სამოდელო კარიერაში ჩემი პირველი ნაბიჯები მაშინ დაიწყო, როდესაც სამოდელო სააგენტო "ნატალი"-ს ქასთინგზე გავედი. მეხუთე წელია, რაც ამ სფეროში ვარ. არასოდეს არ მიფიქრია სხვა სააგენტოში გადასვლაზე და არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გამოსვლა ჩემი პირველი ნაბიჯი იყო მაღალ მოდაში, რადგან 16 წლამდე ჩვენებებზე მოხვედრა შეუძლებელი იყო. მანამდე ბევრ ჩვენებაზე გამოვსულვარ, ამიტომ მზად ვიყავი და მოლოდინები სავსებით გამიმართლდა.

დაბრკოლებები არ მქონია იმიტომ, რომ გააზრებული მქონდა თავიდანვე სად ვიყავი და რას ვაკეთებდი. ამ ყველაფერმა ხელი შემიწყო, რომ ასე ვთქვათ, საკუთრი თავი "გამეტანა" და მივსულიყავი იქამდე, რასაც წარმატება ჰქვია. მოდელობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამ საქმემ ძალიან ბევრი რამ მომცა და მასწავლა. ყველაგან ვამბობ, რომ ვარ ქართველი და კიდევ მრავალჯერ გავიტან ჩვენი ქვეყნის სახელს უცხო ქვეყნებში,"-ამბობს ლიზა კობერიძე.

ლიზა გვიყვება, რომ 13 წლის იყო, როდესაც პირველად ფლორენციაში წავიდა.

"შემდეგ იყო იაპონია, შემდეგ - კორეა, სადაც 3-3 თვით დავრჩი და ბოლოს - მილანი. იაპონიაში ჩემი და მახლდა და სხვა მოდელ გოგოებთან კომუნიკაცია მიჭირდა. მერე გადაწყდა, რომ მარტო წავსულიყავი, რათა მოდელებთან კომუნიკაცია მქონოდა. გამიმართლა, კარგი გოგოები დამხვდნენ, ჩემი ასაკის, ერთმანეთს გვერდში ვედექით და მარტოობას ვეღარ ვგრძნობდით. არც ახალ კულტურასთან შეგუება გაგვჭირვებია. ვისაც მოდელობა უნდა, პირველ რიგში, ამ საქმისთვის ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადოს, თავდაჯერებული იყოს, იცოდეს, სად მიდის, რადგან ეს სფერო მართლა ძალიან ბევრ შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს. არის დიდი კონკურენცია, სტრესი, დილის 6-7 საათიდან ღამის 9-მდე ან 12-მდეც კი გვიწევს გადაღებებსა თუ ჩვენებებზე ყოფნა,"-ამბობს ლიზა.

ლიზას თქმით, მას და მის გუნდს გეგმა ბევრი აქვს. სურვილი აქვს, მის ცხოვრებაში მეტი წარმატება იყოს და ამისთვის საქმეში ბევრ შრომასაც დებს. საჯაროდ მომავალ გემებზე დეტალურად საუბარი არ სურს. გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ სამოდელო კარიერის პარალელეურად, დიდ დროს უთმობს განათლებას, რადგან როგორც ამბობს:

ა"რ მინდა სამოდელო კარიერის დასრულების შემდეგ არაფერი დამრჩეს. ამიტომ, სანამ ამ სფეროში ყოფნის შესაძლებლობა მექნება, ვიქნები, მაგრამ არ დავივიწყებ იმას, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება მინდა. ორ პროფესიას შორის ვაკეთებ არჩევანს: ან Fashion Marketing, ან ინტერიერის დიზაინი,"-ამბობს ლიზა.


ნანახია: 243-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი