Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში პური 10 თეთრით გაძვირდა

თარიღი : 11-10-2021, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში ქარხნული პური 10 თეთრით გაძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ “საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

როგორც დოლიძე აცხადებს, პურის ფასის ზრდა ძირითადად, ნედლეულზე ფასის მატება გამოიწვია. როგორც მან აღნიშნა, ფქვილის ფასი დღესაც გაიზარდა და 1 ტომარა 73 ლარი ღირს. გარდა ამისა, მისივე თქმით, გადასახადებიც საკმაოდ მაღალია.

ამასთან, ბოლო დღეებში, ფასი გაიზარდა ზოგიერთ თონეშიც, სადაც პური 20 თეთრით არის გაძვირებული.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბრიდან პურის გაძვირებაზე პურის მცხობელთა ასოციაცაში ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. როგორც მაშინ მალხაზ დოლიძე აცხადებდა, თუ სახელმწიფო პურის ფქვილზე სუბსიდირების პროგრამას არ განახორციელებდა, ოქტომბრიდან შესაძლოა, პურის ფასი გაზრდილიყო.


ნანახია: 166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამასთან, მოსალოდნელია, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდას ფქვილის გაძვირებაც მოჰყვება.

ამინდი