Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში პანდემიის მიზეზით შეჩერებული არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდა

თარიღი : 7-10-2021, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არქეოლოგიური გათხრები გრძელდება.

“კრუკოვსკის სახელობის ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა კვლევითი ცენტრის" ქართულ-პოლონური ერთობლივი ექსპედიციის ფარგლებში, არქეოლოგთა ჯგუფი მუშაობას ქუთაისის ისტორიულ ნაქალაქარზე, ბაგრატის ტაძრის მიმდინარე ტერიტორიასა და გაბაშვილის გორაზე, ვაჟა-ფშაველას ქ.13-ში, მე-20 -ე საჯარო სკოლის ეზოში განაგრძობს.

გათხრებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მითითებულ ლოკაციებზე 2017 წლის ივლისში დაიწყო, რასაც 2018 წელს ქუთაისში ცენტრის დაარსება მოჰყვა. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა 2018-2019 წლებშიც; სამუშაოები 2020 წელს პანდემიის გამო შეფერხდა გაგრძელება ახლახან გახდა შესაძლებელი.

სამუშაოებს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგარზრდობის სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კურირებენ.

ექსპედიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, როლანდ ისაკაძის განმარტებით, არქეოლოგიური სამუშაოების ძირითადი მიზანი არის, ქუთაისის იუნესკოში ნომინაციისთვის ისტორიული მასალებით საფუძვლების შემზადება და გამყარება.

“შუასაუკუნეების ქუთაისი მეცნიერთა კვლევის საგანი არაერთგზის გამხდარა, ამიტომ, თემა შედარებით უკეთ არის შესწავლილი, რასაც ვერ ვიტყვით შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებზე. შესაბამისად, ქუთაისის ტერიტორიაზე აღნიშნული არქეოლოგიური სამუშაოების მიზანს სწორედ შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ნამოსახლარების კვლევა და მათი შესწავლა წარმოადგენს.

ამ დროისათვის ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დათეშიძის გორასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირებულია გალავნითა და 6 მეტრი სიგრძისა და 10 მეტრი სიღრმის თავდაცვითი თხრილით დაცული ნამოსახლარის ნაშთები. თავდაცვითი თხრილის ფსკერში ამოღებული პალეობოტანიკური ნაშთები ძვ. წ. აღ. 14 საუკუნის შუახანებით თარიღდება. ძვ.წ.აღ. 10-9 საუკუნეების მიჯნაზე, თავდაცვითი თხრილი პირვანდელ დანიშნულებას კარგავს, ამოვსებული და გაუქმებულია, მასზე ცხოვრების კვალი ანტიკურ ხანამდე გრძელდება.

აღნიშნული კვლევა უდიდესი დატვირთვის მატარებელია, როგორც ქუთაისის, ისე ზოგადად ქვეყნის ისტორიული საგანძურის კვლევის საქმეში, რადგან აღმოჩენა მიუთითებს ქუთაისში არგონავტიკის პერიოდით დათარიღებული არტეფაქტების არსებობას, რაც აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი და ფაქტებით გამყარებული არ ყოფილა,”-ამბობს როლანდ ისაკაძე.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი

ამინდი