Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საკრებულოში ‘ქართული ოცნება’ 18 წევრს შეიყვანს

თარიღი : 7-10-2021, 14:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალი, მეშვიდე მოწვევის საკრებულოში “ქართულ ოცნებას” 18 წევრი ეყოლება.

მმართველი გუნდი პროპორციული სიით 13, ხოლო მაჟორიტარული სისტემით 5 დეპუტატს შეიყვანს.

საკრებულოს ახალი შემადგენლობა “ქართული ოცნები”-დან ასე გამოიყურება:

1. დიმიტრი მხეიძე - შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა "გიდი"-ს ექიმი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

2. გია ბასილაძე - შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალტუბოს სერვის ცენტრის მენეჯერი, მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

3. მანანა ჩიხლაძე - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, შპს "ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი" დირექტორის მოადგილე

4. პაატა ლილუაშვილი - DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი

5. ბაქარ მახარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

6. მარეხი ნიჟარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე

7. ლევან სანიკიძე - შპს "დინა"-ს დირექტორი

8. მერაბ ჭოხონელიძე - შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის დირექტორი

9. მაია სიმონიძე - ს.ს. სამკერვალო კომპანია "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი

10. ბესიკ ხამაშურიძე - ა(ა)იპ რაგბის კლუბი "აია"-ს ვიცე-პრეზიდენტი

11. ბექა ქებულაძე - საზოგადოება ''ბაღისკიდე'-ს თავმჯდომარე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

12. თეა ჯუღელი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

13. ზაქრო მამასახლისი - შპს "ახალი ტაქსები-2009"-ს დირექტორი.

მაჟორიტარები:

14. ირაკლი შენგელია-გამარჯვების ოლქი
15. მამუკა რიჟამაძე-სულხან საბა-ვაკისუბანი
16. მაგდა კოსტავა-საფიჩხია-კახიანაური
17. ამირან კოპალეიშვილი-უქიმერიონი
18. თეიმურაზ ნადირაძე-ქალაქმუზეუმი


ნანახია: 309-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.

ამინდი