Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხელისუფლება 49 სოფელში აცრის აუცილებლობაში მოსახლეობის დარწმუნებას შეეცდება

თარიღი : 7-10-2021, 13:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმუნიზაციასთან დაკავშირებული ე.წ. მარათონი 49 სოფელში ჩატარდება, სადაც 160-170 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

როგორც გამყრელიძე განმარტავს, თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც აღნიშნულ პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

„15 ან 18 ოქტომბრიდან ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს. ჩვენ გვექნება გუბერნატორებთან და მერებთან შეხვედრა. 49 სოფელი აირჩა საბოლოოდ, თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ ის ადგილი, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, რათა მარათონს სხვა ინტერპრეტაცია არ მიეცეს.

ის სოფლები ავარჩიეთ, სადაც 3 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ამ სოფლებში ჯგუფები, ე.წ. აგიტატორები იმუშავებენ. დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის აგიტატორთა ჯგუფმა დაიწყო უკვე სხვადასხვა სოფელში სიარული და მოსახლეობასთან შეხვედრა.

რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ რწმუნებულებს. ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმი. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს. ამ 49 სოფელში ცხოვრობს 160-170 ათასამდე ადამიანი. ამ ეტაპზე, 16 წლამდე ბავშვები გამოაკლდება. თუ იქ მოცვის მაჩვენებელს 40-50%-ზე ავედით, ძალიან კარგი იქნება",- აღნიშნავს გამყრელიძე.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი