Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში, 11 -ვე მაჟორიტარული ოლქი “ოცნების” კანდიდატებმა მოიგეს

თარიღი : 7-10-2021, 10:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2 ოქტომბრის არჩევნებზე, არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვეს ხარაგაულის 11 სამაჟორიტარო ოლქში ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მიერ დასახელებულმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.

ხარაგაულის მოსახლეობამ ასევე პირველივე ტურში აირჩია მუნიციპალიტეტის ახალი მერი კობა ლურსმანაშვილი.

გამარჯვებული მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:

დაბა, პატარა ხარაგაული- ბესიკ კვირიკაშვილი;

ბაზალეთი, ლაშე, ღორეშა,სარგვეში-პავლე კიკალიშვილი;

ვარძია, წყალაფორეთი, ხიდარი-შმაგი ხიჯაკაძე;

კიცხი, ფარცხნალი-კიაზო გამრეკელაშვილი;

ლეღვანი, ვახანი-ვერა ოდიკაძე;

წიფა, ზვარე-ვახტანგ ტალახაძე;

ხევი, ნადაბური-დოდო ხაჩიძე;

ბორითი-ია პაქსაშვილი;

ხუნევი-ლენა აბაშიძე;

საღანძილე-დავით კიკნაძე;

მოლითი, ზვარე- მერაბ ტალახაძე.

“ვულოცავ თითოეულ მათგანს, ისინი არიან ღირსეული ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ხარაგაულის საკრებულოს საქმიანობაში ბევრი სიახლე შემოიტანონ,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

ცნობისთვის, ხარაგაულის ახალი საკრებულო ოთხი პარტიის (“ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო”, “საქართველოსთვის”)წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.


ნანახია: 216-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის სამივე ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ამინდი