Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ბაღდათის საკრებულოს 4 პარტია დააკომპლექტებს

თარიღი : 7-10-2021, 09:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2 ოქტომბრის არჩევნებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი შემადგენლობა სრულად დაკლომპლექტდა.

ბაღდათის საკრებულო 4 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლით დაკომპლექტდება.

2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, “ქართული ოცნება” საკრებულოში 18 დეპუტატს, “ნაციონალური მოძრაობა” - 7-ს, “საქართველოსთვის” და “ლელო” 1 -1 დეპუტატს შეიყვანენ.

რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, მუნიციპალიტეტში არსებული 9 ოლქი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო.

მაჟორიტარების სია ასე გამოიყურება:

ქალაქი ბაღდათი - თეა გოგნაძე
დიმი - გია სახამბერიძე
ფერსათი ბიძინა ჯაბიძე
წითელხევი - გია კოტორეიშვილი
პირველი და მეორე ობჩა - მურად ბურჯანაძე
დიდველა როკითი -ზაზა ზივზივაძე
ვარციხე, როხი - თორნიკე გაჩეჩილაძე
საკრაულა ზეგანი - დიომიდე კიკნაველიძე
ხანი, წყალთაშუა, ნერგეეთი, ზედა დიმი, წაბლარასხევი - სოსო ჭოლოკავა.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათი ერთ-ერთია იმ მუნიციპალიტეტებს შორის, სადაც 30 ოქტომბერს არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

მეორე ტურში ერთმანეთს “ქართული ოცნების” კანდიდატი კახა ენუქიძე და “ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი რობაქიძე დაუპირისპირდებიან.


ნანახია: 287-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას მაჟორიტარობის კანდიდატებმა არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და მეორე ტურის
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 50 მაჟორიტარული ოლქიდან, სადაც არჩევნების მეორე ტური უნდა გაიმართოს, 44-ში.
ქუთაისის საკრებულოს 25 კაციანი შემადგენლობა, 10 მაჟორიტარი და 15 პროპორციული სიით შესული დეპუტატით დაკომლექტდება.
არჩევნების მეორე ტური საქართველოში 50-ზე მეტ ოლქში გაიმართება.

ამინდი