Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რისთვის უხდის მადლობას შინაგან საქმეთა მინისტრს ზესტაფონის პოლიციის ყოფილი ინსპექტორ-გამომძიებელი?

თარიღი : 6-10-2021, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უბნის ყოფილ ინსპექტორ-გამომძიებელს შინაგან საქმეთა მინისტრმა თხოვნა შეუსრულა.

გიორგი ნიშნიანიძე ამბობს, რომ 2015 წლის 5 ნოემბერს, როდესაც მივლინებაში იმყოფებოდა და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც სავარძელს მიეჯაჭვა.

იმის გამო, რომ გადაადგილების პრობლემა ჰქონდა და ექიმთან ვიზიტსაც ვერ ახერხებდა, მინისტრს სთხოვა: იმ ავტომობილის განბაჟებაში დახმარებოდა, რომელიც შშმ პირებზე ადაპტირებულია.

“5 ოქტომბერი ალბათ მთელი ჩემი არსებით უნდა მძულდეს, რადგან სრულიად მოულოდნელად, 2015 წლის 5 ოქტომბერს ჩემი ცხოვრება დგება თავდაყირა და ოთხივე კიდურებით ვხდები უნარშეზღუდული. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცვლილებები მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამდენიმე მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ დღევანდელი დღე არ მძულდეს.

ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ცოცხალი ვარ და ჩემი უსაყვარლესი ძვირფასი ადამიანები არიან ჩემს გვერდით. უფალს ძალიან დიდი მადლობა ამისათვის.

ასევე მიზეზი იმისა, თუ რატომ არ უნდა მძულდეს დღევანდელი დღე, გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური და სრულიად შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ჩემო მეგობრებო! მე დღეს ბედნიერი ვარ, რადგან ბატონი მინისტრის გულისხმიერების შედეგად, მყავს ავტომობილი, რომელიც სრულიად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ამ ავტომობილის საშუალებით მე შევძლებ დაუბრკოლებლად წავიდე ექიმთან და ასევე უფრო საინტერესო გავხადო ჩემი ცხოვრება. ამ სიხარულსა და ბედნიერების მიზეზი კი როგორც ზემოთ ავღნიშნე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბატონი ვახტანგ გომელაური გახლავთ რომ არა მისი ადამიანობა და სურვილი იმისა, რომ აკეთოს კეთილი საქმეები, მე დღეს არ ვიქნებოდი ასეთი ბედნიერი. ბატონო მინისტრო უდიდესი მადლობა ასეთი დიდი საჩუქრისათვის, თქვენი წყალობით მე დღეს ვარ ძალიან გახარებული. თქვენი ამ მხარდაჭერით და დახმარებით მე არ ვთვლი რომ ვარ ყოფილი პოლიციელი, არამედ ვთვლი, რომ ვარ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ეწოდება და ვამაყობ ამით,”-ამბობს გიორგი ნიშნიანიძე.


ნანახია: 234-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროკურატურა აფრთხილებს საზოგადოებას, გამოიჩინოს სიფრთხილე, ვინაიდან შალვა აბულაძე შეიარაღებულია, ასევე თხოვს საზოგადოებას, თუ
ამირანაშვილი იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობას 2014 წლის დეკმებრიდან 2015 წლის 7 მარტამდე იკავებდა.
ელისო კილაძის მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს სახელმწიფო ჯილდოს უბრუნებს, - ამის შესახებ განცხადება „ქრონიკა +“-ის მთავარმა
ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის თხოვნით ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

ამინდი