Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი-მიხეილ სააკაშვილის წერილი ქუთაისის მოსახლეობას

თარიღი : 5-10-2021, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი წერილს აქვეყნებს, რომელშიც ქუთაისის მოსახლეობას მიმართავს.

"ჩემო ძვირფასო, განსაკუთრებულო ქუთაისელებო!

იცით როგორ მიყვარხართ და მიყვარს თქვენი ქალაქი. რამხელა გეგმები მაქვს თქვენზე. მინდა რომ თქვენ დაგიბრუნდეთ უმნიშვნელოვანესი ცენტრის სტატუსი და აღარ გიხდებოდეთ გადახვეწა უცხოეთში, არამედ საკუთარ სახლში გქონდეთ მრავალგზის გაზრდილი შემოსავალი.

ახლა თქვენ გყავთ უმაგრესი კანდიდატი - შევხვდი ხატიას და დიდი მადლობა, რომ პირველ ადგილზე გაიყვანეთ და აუცილებლად ბოლომდე უნდა გაიმარჯვოს, ე.ი გავიმარჯვო მეც და რაც მთავარია თითოეულმა თქვენგანმა.

გთხოვთ იაქტიურეთ, საქართველოს და თითოეული თქვენგანის (ჩვენგანის) ბედი წყდება.

სიყვარულით,
მ. სააკაშვილი,"-ნათქვამია წერილში.


ნანახია: 228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სააკაშვილის თქმით, დღევანდელ ხელისუფლებას ქუთაისის აერპორტი შეიძლებოდა წლების მერე გაეხსნათ.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესტონელ კოლეგასთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.