Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მუნიციპალიტეტები იმერეთში, სადაც მერი პირველივე ტურში აირჩიეს

თარიღი : 3-10-2021, 11:22 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, იმერეთში 12 მუნიციპალიტეტიდან 9 მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

ხარაგაულის, ვანის, ხონის, ზესტაფონის, სამტრედიის, თერჯოლის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მოსახლეობამ მერი პირველივე ტურში აირჩია.

ასევე წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური ქუთაისში, წყალტუბოსა და ბაღდათში გაიმართება.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 59 თვითმმართველი თემიდან, 15-ში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

კერძოდ, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 50%-იანი ბარიერის გადალახვას ვერ ახერხებენ კანდიდატები შემდეგ თვითმმართველ თემებში: თელავი, თიანეთი, ქარელი, ხაშური, ცაგერი, ბაღდათი, წყალტუბო, ოზურგეთი, სენაკი, მარტვილი, ხობი, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხელვაჩაური.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული 15 ქალაქიდან, 13-ში, მერის არჩევნებში, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, ორში კი, კერძოდ, ზუგდიდსა და წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ამასთან, თიანეთში, მერის არჩევნებში, სავარაუდოდ, მეორე ტური „ქართული ოცნების“ კანდიდატსა და თამაზ მეჭიაურს შორის გაიმართება, ცაგერში კი „ქართული ოცნებისა“ და გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატს შორის.


ნანახია: 410-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი პირველივე ტურში იმარჯვებს
იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
59 თვითმმართველი თემიდან 5-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საქართველოს მასშტაბით მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ტარდება.

ამინდი