Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კეთილსინდისიერი მერითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული თვითმმართველობის შემთხვევაში, ქუთაისი დაიბრუნებს ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ქალაქის სტატუსს"

თარიღი : 28-09-2021, 20:30 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია პარტია "საქართველოსთვის" ნიკეას და ძელქვიანის მაჟორიტარობის კანდიდატი ედიშერ მიქაბერიძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?


მაჟორიტარობა ჩემს ქალაქში არსებულმა უამრავმა პრობლემამ გადამაწყვეტინა. კერძოდ, მოუწესრიგებელმა ინფრასტრუქტურამ, ეკონომიკური სიდუხჭირით გამოწვეულმა მასობრივმა მიგრაციამ, კულტურული და გამაჯანსაღებელი ცენტრების არარსებობამ, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის უნიათობამ.

2.როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?

წლებია კულტურის სფეროს ვემსახურები. მჭიდრო კავშირი მაქვს ჩვენი ქალაქის ინტელიგენციასთან. აქედან გამომდინარე, კულტურის თემა ჩემთვის პრიორიტეტულია. შევეცდები ახალგაზრდები მოვწყვიტო აზარტულ თამაშებს და ჩავაბა ისინი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ქუთაისის მთავარი პრობლემა არაკომპეტენტური კადრებით დაკომპლექტებული ქალაქის თვითმმართველობაა.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?
რვა წელი ვიმსახურე სამედიცინო სფეროში. ლოჯისტიკის კუთხით. შესაბამისად მჭიდრო კავშირები მაქვს ჩემი ქალაქის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან. უამრავ ადამიანებს ვუწევ შუამდგომლობას მედიცინის მუშაკებთან, ვეხმარები რომ მინიმალური დანახარჯებით იმკურნალონ. 7 წელი ვმოღვაწეობდი თეატრალურ სფეროში. მონაწილეობა მიმიღია არაერთ ფილმსა თუ სერიალში, აქედან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი კულტურის განვითარებაშიც მიმიძღვის წვლილი.

5.როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
კეთილსინდისიერი მერითა და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული თვითმმართველობის შემთხვევაში ქუთაისი დაიბრუნებს ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ქალაქის სტატუსს.

6.რას ეტყოდით ოპონენტებს?
ოპონენტებს ვეტყვი, რომ ვისწავლოთ ღირსეულად წაგება და ღირსეულად მოგება.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

პოლიტიკაში მოვედი სუფთა ხელებით, მხოლოდ ერთი მიზნით -ვემსახურო ჩემს ქვეყანას.


ნანახია: 121-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი