Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის ფილიალი გაიხსნება

თარიღი : 28-09-2021, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ონში დანიის არქიტექტურისა და დიზაინის სამეფო აკადემიის ფილიალი გაიხსნება.

ონის მერიის ინფორმაციით, სამეფო აკადემიის შესაბამისი დელეგაცია ონს სამუშაო ვიზიტით ოქტომბრის ბოლოს ეწვევა, რა დროსაც მხარეები სამეფო აკადემიის ონის ფილიალის დაფუძნებისათვის საჭირო ღონისძიებებს განიხილავენ.

“ჩვენი ქალაქისათვის და ქვეყნისათვის მიღებულ ამ ისტორიულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინტენსიური მოლაპარაკებები როგორც ხსენებულ აკადემიასთან, ისე შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. მოლაპარაკების წარმატებით დასრულების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დანიის სამეფოში საქართველოს საპატიო კონსულმა და რაჭის დიდმა მეგობარმა, ქალბატონმა მარიანა ბოლსმა.

განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ სამეფო აკადემიის ონის ფილიალის გახსნისთვის დანიის მთავრობის მიერ საწყის ეტაპზე გამოყოფილ იქნება 1 მლნ დანიური კრონა (=0.5 მლნ ₾).

პროექტის დაფინანსებას განახორციელებს დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული „ახალი დემოკრატიის ფონდი“ (The New Democracy Fund) „ახალი თანამშრომლობის ფონდის“ (The New Cooperation Fund) ჩართულობით,”-აცხადებენ ონის მერიაში.


ნანახია: 182-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის ფილიალი მოსწავლეებს სხვადასხვა სპეციალობის შესწავლას შესთავაზებს.

ამინდი