Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ქუთაისს დღეს არ აქვს ისეთი დაფასება და ყურადღება, როგორიც ეკუთვნის"

თარიღი : 24-09-2021, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარია "მესამე ძალის" სულხან საბა -ვაკის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ქუთაისის საკრებულოში ვლადიმერ ხმელიძე.

1. რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?


ჩემთვის მაჟორიტარობა და ზოგადად საჯარო სამსახურში ყოფნა ნიშნავს ვემსახურო ჩემს ქვეყანას როგორც ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომელსაც უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს.
ჩემი სტატუსიდან გამომდინარე, ვაკეთო უფრო მეტი საქმე და ვემსახურო ჩემს ქვეყანას.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობის ხუთწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგად ვიცნობ რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას ჩემი ქალაქი და კონკრეტულად ის უბნები, რომელ უბნებშიც ვარ წარდგენილი კანდიდატად. ჩემი არჩევის შემთხვევაში, უფრო მეტი შესაძლებლობა მექნება კონკრეტული მნიშვნელოვანი საკითხები დავაყენო საკრებულოს სხდომებზე, რომელთა მოგვარებას მოვახერხებ.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?

ჩვენი ქალაქის ისტორიული მნიშვნელობის და სიძველიდან გამომდინარე, ვფიქრობ, დღეს არ აქვს ისეთი დაფასება და ყურადღება, როგორიც ეკუთვნის. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ადამიანები იმყოფებიან უკიდურეს გაჭირვებაში სამუშაო ადგილების არარსებობის გამო. ფაქტიურად მთელი ქალაქი დაცლილია მოსახლეობისგან.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

წარმომიდგენია ისეთი, როგორიც მინდა რომ იყოს ჩემს წარმოსახვაში, თუმცა ეს ჩვენ მონდომებასა და მისდამი სიყვარულზეა დამოკიდებული. დღევანდელი არჩევანი განსაზღვრავს ხვალინდელ მომავალს და მე მჯერა, რომ ჩვენ დღეს შევცვლით უკეთესი მომავლისთვის.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?


სტუდენტობის წლებიდან მოყოლებული, აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. საჯარო სამსახურში მუშაობის დროს უამრავ სოციალურ თუ მერიის მიერ გამოცხადებულ პროექტებში მაქვს მონაწილეობა მიღებული.

6.რას ეტყოდით ოპონენტებს?
ღირსეულ ოპონენტებს ჩვენი ქვეყნის სიყვარულში შევეჯიბრებოდი.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ყოველთვის ვცდილობ ადამიანებთან ურთიერთობისას არ ვიყო ყალბი. ვინც მიცნობს და ასეთი ბევრია ჩემს ამომრჩეველთა რიგებში, ყველამ იცის, რომ ჩემი საქმისადმი დამოკიდებულება პრინციპულია. მთელი შეგნებით მინდა ჩემი შესაძლებლობა და მონდომება მოვახმარო ჩემი ქალაქის განვითარებას იმიტომ, რომ მინდა ჩვენმა შვილებმა ღირსეულ და წარმატებულ გარემოში იცხოვრონ.


ნანახია: 215-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი