Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მეტად ვიზრუნოთ ქუთაისსა და ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვიდრე პირად კეთილდღეობაზე"

თარიღი : 15-09-2021, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "მესამე ძალის" ქუთაისის საკრებულოს წევრობისა და ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანნა სირბილაძეა.

1.რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?

ქუთაისი არის ის ქალაქი, სადაც ჩემმა შვილებმა უნდა იცხოვრონ და სადაც ჩემი სიბერე უნდა გავატარო. ვფიქრობ, იმ ასაკში ვარ და ის გამოცდილება დამიგროვდა, რომელიც უნდა დავახარჯო ჩვენი მომავალი თაობის ხვალინდელ დღეს. ქალაქის საკრებულოში ჩართვა კარგი შესაძლებლობაა როგორც საკუთარი თავის რეალიზებისთვის, ასევე მეძლევა იმის შესაძლებლობა, ქალაქში არსებული სიტუაცია შევცვალო უკეთესობისაკენ.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
ორ რესურსს გამოვყოფდი: პირველი-მე, როგორც პროფესიით ექიმმა, ზუსტად ვიცი თუ რა სოციალური პრობლემები აწუხებთ ჩემს თანამოქალაქეებს. უამრავი ავადმყოფობით თუ მძიმე სოციალური მდგომარეობით გაწამებული ადამიანი მინახავს და მიუმართავთ ჩემთვის. სწორედ ამიტომ, ვიცი რა პრობლემების წინაშე დგანან ჩემი ქუთათურები და მინდა მათ დავეხმარო.

მეორე რესურსს რაც შეეხება, ეს არის ჩემი ქალაქთან ურთიერთობა. მე რამდენიმე თაობის ქუთაისელი ვარ. ჩემი გუნდი თავისი ურთიერთობებითა და პოტენციალით ასევე ჩემი რესურსია. ვთვლი მაქვს იმის შესაძლებლობა, ზუსტად ვადაპტირდე იმ პრობლემებზე, რაც გააჩნია სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს. ჩემი მთავარი მიზანი იქნება სოციალური თემატიკა. საკრებულოში მუშაობისას და ამისათვის ჩემს პირად თუ გუნდის ურთიერთობებს გამოვიყენებ ბოლომდე. ვიქნები ძალიან პრინციპული, უკანდაუხეველი, მიზანმიმართული იმისკენ, რომ შრომა, რეალური და დამაკმაყოფილებელი შედეგით დასრულდეს.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
პრობლემა ბევრია: მთავარი პრობლემა ქალაქის უფუნქციობაა. მიძინებული პულსის გასაცოცხლებლად აუცილებელია ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?
ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი; მოხსნილი სოციალური პრობლემები; ბედნიერი სახეები; მოწესრიგებული ქუჩები; არა კორუფციას; არა ნეპოტიზმს.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

მრავალშვილიანი დედა, ექიმი, ვდგავარ დაუძლურებული პაციენტების სიცოცხლის სადარაჯოზე და ერთად ვებრძვით უხილავ მტერს, რასაც ვირუსი ჰქვია.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?

ოპონენტებს ვეტყოდი, რომ გვქონდეს ჯანსაღი კონკურენცია, მეტად ვიზრუნოთ ქუთაისსა და ჩვენს თანამოქალაქეებზე, ვიდრე პირად კეთილდღეობაზე.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?

რეფერენდუმის დრო მოვიდა. დროა გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე. ძველის დავიწყებით, არსებულის შეცვლით, ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის საჭიროა მესამე ძალა და ეს ძალა ვართ ჩვენ.


ნანახია: 435-ჯერ

მსგავსი სიახლეები