Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონის მერმა წარმატებულ აბიტურიენტებს უმასპინძლა

თარიღი : 15-09-2021, 17:48 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხონის მუნიციპალიტეტი მერი წარმატებულ აბიტურიენტებს შეხვდა.

ირაკლი აბაშიძის სახელობის ქალაქ ხონის მე-3-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ ნათია ბარაბაძემ და სოფელ ივანდიდის გ. ტაბიძის სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლემ მეგი შვანგირაძემ ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებით სახელმწიფოსგან 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.

ლადო ჯურხაძემ ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი როლი, განათლება და განვითარება ქვეყნის მომავლისათვის.

"ყოველთვის ვიმეორებ, რომ ჩემთვისაც განათლება არის პრიორიტეტი და ხონის განვითარებას სწორედ ამ მიმართულებით ვხედავ. იმედს ვიტოვებ, თქვენი თაობა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარების პროცესის თანამონაწილე იქნება,"-განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა სტუდენტებთაან სამახსოვრო ფოტო გადაიღო.


ნანახია: 222-ჯერ

მსგავსი სიახლეები