Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მეამაყება, რომ ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესო ტრადიციების მქონე უბნის- ქალაქ- მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ამ უბანში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი ამომრჩევლის წინაშე"

თარიღი : 15-09-2021, 16:00 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს წევრობისა და ქალაქ-მუზეუმის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეიმურაზ ნდირაძეა.

1.რატომ გადაწყვიტეთ მაჟორიტარობა?
,,ქართულმა ოცნებამ“ ამ ქალაქში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი დაპირება შეასრულა და წლობით გადაუწყვეტელი პრობლემები მოაგვარა. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ამომრჩევლის მხარდაჭერას. საქმით უნდა დაამტკიცო, რომ პოლიტიკაში მოსვლის და დარჩენის უფლება გაქვს. ყოველდღიურად ვიღებ ინფორმაციას, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ქალაქ-მუზეუმის ოლქში მცხოვრები მოსახლეობა. ჩვენ სწორად უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ მათი კეთილდღეობისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანაა.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
ქუთაისის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ცოდნის ქალაქის ფენომენს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ხელი შევუწყოთ სხვადასხვა პროექტების დაფინანსებას, რომელიც ახალგაზრდულ თემატიკასთან იქნება დაკავშირებული. ქუთაისი ცნობადია კინომატოგრაფიის, მუსიკალური, სხვადასხვა თეატრალური ღონისძიებებითა და ფესტივალებით, ახალგაზრდული ღონისძიებებით. მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით მეტის გაკეთება და მხარდაჭერა. ქალაქში მნიშვნელოვნად შემცირებულია დაბინძურება (ჰაერი, წყალი, ნიადაგი), რესურსების შენარჩუნების მიზნით ხდება ენერგიისა და წყლის მაქსიმალურად ეფექტური გამოყენება, გააჩნია საკმარისი ღია მწვანე სივრცეები. ამ ყველაფერს შენარჩუნება და კიდევ უფრო განვითარება სჭირდება. ჩემი, როგორც ექიმის მთავარი მიზანი და მიმართულებაა, ხელი შევუწყოთ ჯანდაცვის სფეროს და დავსახოთ ახალი გეგმები და ინიციატივები მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და კიდევ ბევრი შეიქმნება, რათა ჩვენი თანაქალაქელები დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში. მთავარია სოციალური ფონის გაუმჯობესება. ბევრი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი განხორციელდა, რომლის გაგრძელება აუცილებელია და ასევე, აუცილებელია მეტი სიახლე, რომელსაც მხარს დავუჭერ.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
მიგრაცია არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს.

4. როგორ წარმოგიდგენიათ ქუთაისი 5 წლის შემდეგ?

დასავლეთ საქართველოს ცენტრი; ტურისტული ჰაბი; ჯანდაცვის ცენტრი; საგანმანათლებლო, კულტურული, სამეცნიერო ცენტრი.

5. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

მთავარი საკითხი ჯანდაცვაა. 13 წელი ბავშვთა ქირურგი ვიყავი. 25 წელი ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი გახლდით. ჩემი ცხოვრების მანძილზე ხალხის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა მთავარ ღირებულებად მექცა.

ჩემი ,,ლჯ და კომპანიაში" მუშაობის პერიოდს დაემთხვა კორონა ვირუსის პირველი ტალღა, პირველი დარტყმა ვიწვნიეთ ჩვენ. მე ამაყი ვარ, რომ სწორედ ჩემი თაოსნობით მოხდა ბევრი ადამიანის გამოჯანმრთელება და ვერაგ ვირუსთან ადეკვატური ბრძოლა. ბევრი ახალგაზრდული თუ კულტურული პროექტი ყოფილა, რომელსაც საკრებულოში მხარი დავუჭირე. ასევე, სოციალური საკითხები, რომელიც დროულ მხარდაჭერას ითხოვდა.

მეამაყება, რომ ერთ-ერთი უძველესი და საუკეთესო ტრადიციების მქონე უბნის- ქალაქ- მუზეუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ. ამ უბანში დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ, ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი ამომრჩევლის წინაშე.

6. რას ეტყოდით ოპონენტებს?
პოლიტიკურ ოპონენტებს ვეტყოდი, რომ მაქსიმუმს ვეცდები ჩემი ამომრჩევლისათვის.

7. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
ვარ ექიმი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 41 წელი ვარ ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე და ვიქნები, სანამ ცოცხალი ვარ. ადამიანებისთვის მეტის გაკეთების სურვილის გამო დამიგროვდა პოლიტიკური გამოცდილება. ვიქნები უფრო ეფექტური ჩემი ქალაქის და ამომრჩევლის სასიკეთოდ.


ნანახია: 458-ჯერ

მსგავსი სიახლეები