Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"მახარებს, რომ მოსახლეობას ჩვენი სჯერათ და მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ"

თარიღი : 14-09-2021, 21:01 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი ბაზალეთის თემის მოსახლეობას შეხვდა.

"ძალიან მახარებს ბაზალეთელებთან შეხვედრა. ამ სოფლისგან განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც მადლიერი ვარ. წლებია ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობები გვაკავშირებს და ერთობლივი ძალებით ამ თემში ბევრი კარგი პროექტის განხორციელება შევძელით.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბაზალეთი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი გამორჩეული ადმინისტრაციული ერთეულია, როგორც ინფრასტრუქტურული კუთხით, სევე განათლებული და გონიერი ადამიანებით.

არ შემიძლია არ ვისაუბრო, ვარლამ ჭიპაშვილზე, რომელიც ამ სოფლის მკვიდრია. მე მასში დავინახე დიდი პოტენციალი და გამოვუხატე მხარდაჭერა. ჯერ კიდევ სტუდენტმა, საქმიანობა სოფლის რწმუნებულის რანგში დაიწყო. ორჯერ იყო ამავე თემის მაჟორიტარი დეპუტატი. ახლა კი მერის პირველი მოადგილე და ერთ-ერთი წარმატებული საჯარო მოხელეა.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ და კვლავ ერთად გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საკითხები ამ თემში მოგვარებულია, რიგ უბნებში არის პრობლემები. სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრეთ დღეს, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან ერთად. ვფიქრობ, სწორი მიდგომებით შეუძლებელი არაფერია, ყველა საკითხი დაძლევადია. დაგეგმილია ღარიხევის, ქროლისა და წიფის გაზიფიცირება, იქ სადაც ამის საჭიროებაა შიდა გზებისა და წყლის სისტემების მოწესრიგება. მახარებს, რომ მოსახლეობას ჩვენი სჯერათ და მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ. ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, ჩემი მომდევნო ოთხწლიანი საქმიანობა მერის ამპლუაში, უფრო მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იყოს,"-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 166-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ თოფურიძემ სოფლის ცენტრალური გზის კეთილმოწყობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ მისი გამგებლობის პერიოდში ათეულობით სოფელში