Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იოსებ ხახალეიშვილი: მაქვს ყველა საჭირო უნარი, რომელიც ქუთაისის თავკაცობას სჭირდება!

თარიღი : 14-09-2021, 15:35 | კატეგორია: ახალი ამბები, არჩევნები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge წარმოგიდგენთ რუბრიკას-"ჩემი არჩევანი".

რუბრიკის ფარგლებში, სააგენტო მკითხველს ქუთაისის მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პროგრამას, მათ ხედვებსა და ქუთაისის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს გააცნობს.

"ჩემი არჩევანი"-ს სტუმარი "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილია.


1. რატომ გადაწყვიტეთ ქუთაისის მერობა?
ქუთაისი ჩემი მშობლიური ქალაქია, სადაც დავიბადე, გავიზარდე და რომელზეც გული გულწრფელად შემტკივა. მთელი ცხოვრების მანძილზე მაქვს ურთიერთობა ჩემს თანაქალაქელებთან როგორც მეზობელს, როგორც მეგობარს, როგორც რიგით მაცხოვრებელს, თანამშრომელს, ხელმძღვანელს. ყველა საფეხური გავიარე ამ ქალაქში. 20 წლიანი გამოცდილება მაქვს არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში მუშაობის, ბევრი კეთილი საქმის თანამონაწილე, ან ინიციატორი ვყოფილვარ და ზუსტად ვიცი, როგორი ქუთაისი უნდა თითოეულ ქუთაისელს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ქალაქის პულსზე ხელი ხალგრძლივად არ გიდევს, შეუძლებელია, იგი აქციო ყველასთვის სასურველ ადგილად, რომლის დატოვების სურვილიც ადამიანს არ გაუჩნდება.

თუმცა, ქუთაისის მერობის კანდიდატად დასახელებისთვის მარტო ჩემი გადაწყვეტილება არ იყო საკმარისი. მადლობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამ ნდობისთვის. მე მათ მიერ დასახელებული კანდიდატი ვარ.

საკუთარი გამოცდილების და შესაძლებლობების გააზრებამ გამაბედია უკვე მეორედ მივიღო ეს წინადადება. ამაზე დიდი გამოწვევა რა შეიძლება ქუთაისელს ჰქონდეს.

2. როგორ ფიქრობთ, რა რესურსს ფლობთ იმისთვის, რომ მეტი სიკეთე მოუტანოთ ქალაქს და რა იქნება თქვენი სამოქმედო გეგმა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში?
წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორსა თუ საჯარო სამსახურში დაგროვილი ჩემი გამოცდილებით, პირადი კოტნტაქტებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ვიცი, „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად როგორ მოვაგვარო სხვადასხვა პრობლემები და ვაქციო ქუთაისი ევროპული სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც ამასთანავე არ ივიწყებს კარგ ეროვნულ ტრადიციებს, არ წაშლის თავის მიმზიდველ კოლორიტს. პირველ რიგში, საკუთარ თავში და ჩვენს გუნდში ვხედავ რესურსებს საამისოდ. უკვე შევძელით, რომ წელს უპრეცედენტოდ დიდი ბიუჯეტი აქვს ქალაქს - 91 მლნ.ლარი. 25 მლნ ლარი ქალაქის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება. ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია ჩვენს თანაქალაქელებს გრძელვადიანი პერსპექტივები შევთავაზოთ. უკვე დასრულდა ქალაქის გენერალური განვითარების გეგმის ხედვის ეტაპი. ჩამოყალიბდა 4 მნიშვნელოვანი მიმართულება. ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში. ამის საფუძველს ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აძლევს. ეს უნივერსიტეტი ხელშემწყობი ფაქტორია არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. ასევე, ქუთაისი უკვე გახდა ტურისტულად მნიშვნელოვანი ლოკაცია, რაც აეროპორტისა და ახალი ტერმინალის დამსახურებაცაა. ჩვენი ქალაქი უფრო მეტად მიმზიდველი ხდება ვიზიტორებისთვის და სერიოზულად პოზიციონირებს ტურისტულ რუკაზე. ტურიზმის და ბიზნესის ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია.

3. რას თვლით დღეს ქუთაისის მთავარ პრობლემად?
მიუხედევად იმისა, რომ ქუთაისში პრობლემები თანმიმდევრულად და საფუძვლიანად გვარდება, რა თქმა უნდა, ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების უფლებას. მთავარ პრობლემად მაინც მოსახლეობის გადინება მიმაჩნია. მე ქვეყნის თანაბარი განვითარების მომხრე ვარ. ყველა დიდ ქართველსაც საბოლოო ჯამში დედაქალაქი დაეხმარა თვითრეალიზებაში და ვფიქრობ, მოვიდა დრო, როცა ეს თვითონ ქუთაისმა უნდა შეძლოს. ამას ემსახურება ჩვენი მთავარი მიზანიც- ქუთაისი განათლებისა და კულტურის კერად ვაქციოთ, აღვადგინოთ ფუნქცია, რომელიც საუკუნეების წიაღიდან იღებს სათავეს.

4. რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს მიერ ან თქვენი ინიციატივით მოსახლეობის და ქალაქის სასიკეთოდ გაკეთებული საქმეებიდან?

გასულ წელს, ქალაქის მერად ჩემს არჩევას საკმაოდ რთული პერიოდი დაემთხვა. ამ 9 თვეში გვქონდა „ლოქდაუნი“. მიუხედავად ამისა, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, ან დავიწყეთ.

რა თქმა უნდა, რეაბილიტაციის პროცესს გარკვეული დისკომფორტიც ახლავს, მაგრამ მთავარია, რომ ამ პროექტების დასრულების შემდეგ, ქუთაისში ბევრი რამ გაუმჯობესდება და ამას, ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ჩვენი ქალაქის სტუმრებიც იგრძნობენ.

ამ მოკლე დროში შევძელით ძალიან ბევრი სკვერის და პარკის გაკეთება, მწვანე სივრცეების შექმნა. მაგრამ მათგან ჩემთვის ყველაზე ძვირფასი, ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის მოწესრიგებაა, სადაც მისი პორტრეტი და ლექსია მისივე კალიგრაფიით შესრულებული. ვფიქრობ, ღირსების თემაა ჩემი ინიციატივით მოსკოვის ქუჩისთვის შინდისის გმირების სახელის მინიჭება და მეამაყება. ჩვენ ასე გამოვხატეთ სიმბოლური პროტესტიც ოკუპაციის წინააღმდეგ და სამშობლოსათვის თავდადებული ახალგაზრდების მიმართ ღრმა პატივისცემა. დავიწყეთ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების სააბიტურიენტო პროგრამის დაფინანსება, რამაც ბევრი ოჯახი და ახალგაზრდა გააბედნიერა. განათლების ხელშეწყობის საქმე ჩემთვის იყო და იქნება უპირატესი გამოწვევა.

ქუთაისში დავაარსეთ მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურ ტრადიციად იქცევა და ქუთაისი - ვასილ ამაშუკელის ქალაქი იქნება მისი მასპინძელი. ჩემი მერის პოზიციაზე საქმიანობის პერიოდში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა. ასევე, მნიშვნელოვანია პრემიერის მიერ ინიცირებული, რეგიონების რეაბილიტაციის 500-მილიონიანი პროექტი, რომლის ფარგლებში ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გვექნება განახლებული ცენტრალური ბულვარი, რომლის რეაბილიტაციაც დაგეგმილია და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო მკაფიოს გახდის და მომავლის პერსპექტივებს განავითარებს, ტრადიციების პატივისცემასთან ერთად, ბევრ ინოვაციას გაუხსნის გზას.

მნიშვნელოვანია, რომ წელს ვმასპინძლობთ „ევროპული საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს“, რაც ქუთაისის ცნობადობის ზრდისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ფორუმი ონლაინ ფორმატში იმუშავებს.

პანდემია დიდი გამოწვევა იყო, თუმცა საქმე არ შეჩერებულა. ასეთ დროს ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო- თანამოქალაქეებს მაქსიმალურად დავდგომოდით გვერდით. ოპერატიულად დავაარსეთ კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი, რომლითაც, არაერთი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა შევძელით. ამ ცენტრის მუშაობა, თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ 2020 წლის საუკეთესო წარმატებული პრაქტიკის პროექტად დაასახელა. შევეცადეთ, მოქალაქეებისთვის მიგვეწოდებინა რაც შეიძლება მეტი ციფრული და ელექტრონული სერვისი. ჩვენთვის ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ქვეყნისთვის, პანდემია ნომერ პირველი გამოწვევაა. ერთად უნდა დავამარცხოთ ეს ვერაგი ვირუსი და პარალელურად, ვიზრუნოთ ქუთაისის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ქალაქად გადაქცევაზე. მის წარმატებაზე და თითოეული ქუთაისელის კეთილდღეობაზე!

5. რას ეტყოდით ოპონენტებს?

მჯერა, ჩვენ სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ვცდილობთ ქვეყნის კეთილდღეობის მიღწევას და თითოეულს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ხედვა და გზაა უფრო რაციონალური და ოპტიმალური. ამისთვის ტარდება დემოკრატიული არჩევნები და სულაც არაა საჭირო ერთმანეთის მოსისხლე მტრებად ვიქცეთ, ან მოგონილი ბრალდებებით, დაუმსახურებლად გავსვაროთ ერთმანეთის ბიოგრაფია. უნდა ვიკამათოთ საქმეზე, პროგრამებზე, დანაპირების რეალურობაზე და დანარჩენს ქუთაისელები გადაწყვეტენ. არა მგონია ჩემი რომელიმე ოპონენტისთვის იქცეს ტრაგედიად, თუ ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ქუთაისი მსოფლიოში ცნობილ, საერთაშორისო მნიშვნელობის განათლების ცენტრად იქცევა და მეტ წარმატებას მიაღწევს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის თანაბრად სასიხარულო და საამაყო იქნება, როგორც ჩვენი გუნდის მახრადმჭერებისთვის, ასევე ჩემი ოპონენტების მხარდამჭერებისთვის.

6. რას ეტყოდით ამომრჩევლებს, რატომ უნდა დაგიჭირონ მათ მხარი?
იმიტომ, რომ ჩემთვის ქუთაისი არ არის მორიგი, ან სწრაფად დასაპყრობი ქალაქი, სადაც „მივალ, ვნახავ, გავიმარჯვებ“ . მე ვიყავი, ვარ და ვიქნები ქუთაისელი! პასუხისმგებლობა მაქვს წარსულზეც, აწმყოზეც და მომავალზეც!

იმიტომ, რომ ვფიქრობ, მაქვს ყველა საჭირო უნარი, რომელიც ქუთაისის თავკაცობას სჭირდება!

იმიტომ, რომ ამ ქალაქში მეორობამდეც არაერთი სასიკეთო საქმე გამიკეთებია და კიდევ მეტის გაკეთებას ვაპირებ!

იმიტომ, რომ ჩემს ქალაქში თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ და ეს ღირსეული ვალი მინდა დავუბრუნო!


ნანახია: 405-ჯერ

მსგავსი სიახლეები