Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სიახლეებით ხვდებიან ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის სკოლები?

თარიღი : 13-09-2021, 18:58 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულში, კიცხის, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები ახალ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. კიცხში აშენდა ახალი სკოლა, რომელიც მოსწავლეების მისაღებად მზად არის. ხოლო მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ. სკოლებში სასწავლო პროცესი განახლებულ და თანამედროვე სტანდარტების შეაბამის გარემოში გააგრძელდება.

მიმდინარე წელს, ხარაგაულის სკოლებში 218 პირველი კლასელი შედის. მათთვის გათვალისწინებული სახელმძღვანელოები და ბუკები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს უკვე გადაეცა, რომლებიც მოსწავლეებს სწავლის დაწყებისას დაურიგდებათ.

„სკოლები დასუფთავებულია, აღჭურვილია სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, თუმცა პანდემიის პირობებიდან გამომდინარე, დისტანციურ რეჟიმში ვაგრძელებთ სწავლას. ვფიქრობ, სწავლა საკლასო ოთახებში 4 ოქტომბრიდან განახლდება. ახალ სასწავლო წელს, სათანდოდ მომზადებული ხვდება ყველა სკოლა. მარელისისა და ვერტყვიჭალის მოსწავლეებს სკოლაში სრულიდ ახალ გარემო დახვდებათ, კიცხის მოსწავლეები კი ახალაშენებულ შენობაში გააგრძელებენ სწავლას. მოუთბენლად ველით თუ როდის შეძლებენ მასწავლებლები და მოსწავლეები იმ სიკეთეების მიღებას. მთავარია დავძლიოთ პანდემია და სკოლებში უსაფრთხოდ მისვლის საშუალება მოგვეცეს. იქ სუფთა, მოწესრიგებული გარემო ნამდვილად დახვდებათ,"-ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე.

ცნობისთვის, ხარაგაულში სწავლა სკოლის მოსწავლეებისათვის 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, 4 ოქტომბრიდან კი სასკოლო გარემოში გადაინაცვლებს. პირველკლასელებისათვის კი სასწავლო პროცესი 4 ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება.


ნანახია: 305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო პროცესი განახლდა.