Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მსესხებლების 12,8% კრედიტს ვერ იხდის - რა მოცულობის კრედიტია გაცემული საქართველოში

თარიღი : 13-09-2021, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოში მსესხებლების 12,8%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის აგვისტოს სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 229 854 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 424 005 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, აგვისტოს მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 800 430 ადამიანს აქვს, ჯამში 29 123 121 918 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 88,4% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივლისის მდგომარეობით ბანკებიდან 26 881 370 928 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 590 916 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 558 109 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 1 759 220 654 ლარს შეადგენს. კიდევ 18 814 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, ჯამში 482 530 336 ლარის.

bpn.ge


ნანახია: 198-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 214.9 მლნ ლარი შეადგინა
არასაბანკო დაწესებულებების შემცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ბანკებმა მსესხებლების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეძლონ.
ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით, 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყველა ზრდასრული არ არის.