Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“პირნათლად შევასრულე ჩემი დაპირება, რომლისაც ბევრს არ სჯეროდა: ძეძილეთი-ნოღა-გორდის 16 მილიონიანი გზისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა”

თარიღი : 13-09-2021, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე წინასაარჩევნო რეჟიმში სოფლების- ძეძილეთის, ღვედის და ნოღას მოსახლეობას შეხვდა.

“ვისაუბრეთ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ნამდვილად აღსანიშნავია. პირნათლად შევასრულე ჩემი დაპირება, რომლისაც ბევრს არ სჯეროდა: ძეძილეთი-ნოღა-გორდის 16 მილიონიანი გზისა და სახიდე გადასასვლელების მშენებლობა. თითქმის დაცლილ, მიუვალ სოფლებს ახალი სიცოცხლე შევძინეთ, ტურისტულად დავტვირთეთ და ახალი შესაძლებლობები გავუჩინეთ.

ბეტონის გზა მოეწყო სოფელ ნოღაშიც, სადაც სამომავლოდ უფრო დიდი გეგმები გვაქვს-ტურისტული ლოკაციის მოწყობას და ე.წ. ციხის ნანგრევების აღდგენას ვგეგმავთ.

მიუხედავად ამისა, გადასაჭრელი პრობლემები კვლავ რჩება. მომავალი წლიდან უკვე ვიწყებთ შიდა საუბნო გზების შეკეთებას. აქტიური მოლაპარაკებები და მუშაობა მიმდინარეობს ამ სოფლების გაზიფიცირების დაჩქარებასთან დაკავშირებით.

“მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო მათთვის, ვინც სკეპტიკურად უყურებდა და უყურებს მაღალმთიანი ზონის სოფლების განვითარებას, რომ ჩემს გუნდთან ერთად ამ სოფლებისთვის შევძელი ძალიან ბევრი და ეს არ არის ყველაფერი - განვითარება კვლავ გაგრძელდება,”-ამბობს ლადო ჯურხაძე.


ნანახია: 579-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ლადო ჯურხაძე ამომრჩეველს არსებულ პრობლემებზე, სამოქმედო გეგმასა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, თითოეული სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას აუცილებლად შეეხება.