Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

SKYE კლუბი-ჩემი ყველაზე დიდი წარმატება

თარიღი : 13-09-2021, 11:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, რეკლამა   
topnews.com.ge
ახალგაზრდებს ჭირდებათ მეტი თავისუფლება, უკეთესი გარემო ზრდისა და განვითარებისთის, და აუცილებლად მეტი რესურსი!

ჩემი წარმატების ისტორია იწყება იმ დღიდან, როდესად ჩემი მეგობრის Facebook გვერდზე SKYE Club-ის პოსტს წავაწყდი. პროექტი ეხებოდა ახალგაზრდებს (მაშინ მე მეტი შინაარსი არ ვიცოდი!), რომელსაც World Vision საქართველოს მხარდაჭერით იმერეთის განვითარების ცენტრი ახორციელებდა. არ ვიცოდი მაგრამ დავრეგისტრირდი, გასაუბრებაც წარმატებით გავიარე და დაიწყო ჩემი ახალი ცხოვრება, თუმცა იმ დროს მეგონა რომ სულ ერთ წელს გასტანდა რადგან პროექტიც როგორც ვიცოდი ამას გულისხმობდა. რომელი ახალგაზრდისთვის არ არის საინტერესო თანატოლებთან ურთიერთობა, განვითარება და დასაქმების პერსპექტივა?

ამ ორგანიზაციში გავიცანი ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ტრენერთა საოცარი გუნდი. განსაკუთრებით გამოვყოფდი - ნინოს (ნინო ბუცხრიკიძეს), რომელიც ჩემი პირველი მენტორი იყო. აქ ვისწავლე ადამიანებთან ურთიერთობა, პროექტების წერა და მიღებული გამოცდილებით ვეხმარებოდი ახალგაზრდებს პროექტების განხორციელებაში.

მიუხედავად იმისა რომ ერთ წლიანი პროექტი დასრულდა, მე სურვილი მქონდა რომ ამაზე არ გავჩერებულიყავი და მეტი მესწავლა. აკაკი წრეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მომიწვიეს, სადაც World Vision საქართველოს იმერეთის განვითარების ცენტრის დირექტორმა (დავითმა, რომელიც უკვე ჩემი მეგობარია!) გაამახვილა ყურადღება არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე და ახალგაზრდებს აქტიური მონაწილეობისაკენ მოუწოდა. აქ დავისახე მიზანი, რომ მეტი ახალგაზრდისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია არაფორმალური განათლების სიკეთეებზე. მაშინ არ მიფიქრია ჩემ როლზე, თუმცა სურვილი მქონდა რომ ახალგაზრდულ პროექტებში სრულად ჩავრთულიყავი. ამის შემდეგ მე SKYE Club-ის არა მხოლოდ აქტიური მონაწილე არამედ თანაორგანიზატორი გავხდი. ჩავერთე საორგანიზაციო საქმეებში, ავითვისე PR ტექნიკა, მოვუწოდებდი ახალგაზრდებს მეტი აქტიურობისკენ და ჩართულობისკენ.
https://i.postimg.cc/s2dgTZJy/klubi.jpg
უკვე 5 წელია, რაც World Vision საქართველოს იმერეთის განვითარების ცენტრის ახალგაზრდულ პროექტებში ვარ ჩართული და ძალoან მიყვარს ჩემი საქმე და ჩემი გუნდი. COVIDმა დიდი დაღი დაასვა ბევრ საქმეს, მათ შორის SKYE Club-ის საქმიანობასაც (დამეთანხმებით დისტანციურიც სულ სხვაა!), მომენატრა სწავლა, ჩემი მეგობრები, ყოველკვირეული შეხვედრები, მხიარული და უშუალო გარემო.

ამ წლების განმავლობაში 8 ახალგაზრდული ინიციატივა განვახორციელეთ SKYE კლუბის 1000-ზე მეტ მონაწილესთან ერთად. ახლა ვარ სამოქალაქო აქტივისტი, ასევე ქ. ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი და ვეხმარები კლუბს ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში.

ჩემი ჰობია სოცილური მედიისთვის პოსტების შექმნა და სატელივიზიო გადაცემების მომზადება. სწორედ სათემო ინიციატივების ფარგლებში ვამზადებ გადაცემებს SKYE კლუბის აქტივობებისა და მიღწევების შესახებ. მე ამას დამოუკიდებლად ვაკეთებ და ძალიან მიყვარს ჩემი საქმე სწორედ. სწორედ ამიტომ გახდა ეს ახალგაზრდული პროექტი ჩემი ცხოვრების ნაწილი.

World Vision საქართველო 2013 წლიდან ზრუნავს ახალგაზრდების განვითარებასა და გაძლიერებაზე და ახორციელებს სხვადასხვა პროგრამებს მათ მხარდასაჭერად. დღემდე, ჩვენი ორგანიზაციის მხარდაჭერით 50-ზე მეტი ახალგაზრდული SKYE კლუბი ჩამოყალიბდა, რომელიც 2500-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
SKYE - ეს არის ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს განივითარონ უნარები, ქცევები და დამოკიდებულებები დასაქმებისთვის აუცილებელი 4 კომპეტენციის - ლიდერობის, სოციალური ჩართულობის, მეწარმეობის და დასაქმების მიმართულებით. ამასთანავე, ახალგაზრდები სწავლობენ პროექტის მართვასა და კომუნიკაციას, იძენენ ტექნიკურ უნარებს, ინოვაციურ მიდგომებისა და შემოქმედებითი უნარების გამოყენებით ახორცილებენ სხვადასხვა ახალგაზრდულ ინიციატივებს.
https://i.postimg.cc/fW9ZrbJR/dasaqmeba.png
კლუბი აერთიანებს 18-25 წლამდე ახალგაზრდებს მათ შორის შეზღუდული და სპეციალური საჭიროების მქონე პირებს, რომლებიც მონაწილეობას იღებენს კლუბის შეხვედრებში, ესწრებიან სესიებს, იკვლევენ ახალგაზრდების საჭიროებებს და ახორციელებენ შესაბამის მცირე პროექტებს თავიანთ თემებში.

ყველას ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს კლუბში უნდა გაიაროს რეგისტრაცია, გასაუბრება და შერჩევის საფუძველზე ხდება კლუბის წევრი.

SKYE-ის პროგრამაში ჩართული ახალგაზრდები:

- სწავლობენ კრიტიკულ აზროვნებას, ლიდერობას და სხვა უნარებს, რათა თავისი წვლილი შეიტანონ თემის განვითარების პროცესში
- იკვლევენ თემის საჭიროებებს და მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში
- არიან უფრო მოტივირებული - მიიღონ უკეთესი განათლება, დასაქმდნენ და ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი
- ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და მარტივად ახდენენ საკუთარი პოტენციალის რეალიზებას
- უკეთ იცნობენ დასაქმების ბაზარს და პასუხობენ მის მოთხოვნებს
- აქვთ საკმარისი ცოდნა, უნარები, გამოცდილება და კონტაქტები, რომ დასაქმდნენ ან/და აწარმოონ საკუთარი მცირე ბიზნესი.

განათლებული, განვითარებული, მოტივირებული და თავდაჯერებული ახალგაზრდები ქმნიან ძლიერ თემს და ხელს უწყობენ ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. აუცილებელია არსებობდეს მეტი ფინანსური რესურსი ახალგაზრდების იდეების მხარდასაჭერად, და პროგრამები, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.

ავტორი: გეგა ორჯონიკიძე


ნანახია: 411-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში ხუთი ტრენინგი ჩატარდა და ახალგაზრდები გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების სპეციფიკის, საარჩევნო და
ქუთაისში მცხოვრები ახალგაზრდებისა და არა მარტო მათთვის კვალიფიკაციის ამაღლების, დასაქმების მეტი შანსისა და თუ უბრალოდ ახალი