Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეწარმეები თხილზე ფასების ზრდას ელოდებიან

თარიღი : 12-09-2021, 14:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქართული თხილის, დაახლოებით, 80% უკვე დაკრეფილია, თუმცა მოსავლის აღება ჯერ არ დასრულებულა. EastFruit-ის ინფორმაციით, ეს პროცესი დასავლეთ საქართველოში ნალექის გამო შეჩერდა, მაგრამ გასული კვირის გამოდარების შემდეგ, სამეგრელოს ფერმერებმა თხილის აღება გააგრძელეს. რაც შეეხება გურიის რეგიონს, 3 სექტემბრის ძლიერი წვიმის შემდეგ, ამინდი და თხილის დაკრეფის პროცესი არასტაბილურია.

EastFruit წერს, რომ ამ დროისთვის ფერმერები, ძირითადად, დაბალი ხარისხის თხილს ყიდიან, რომლის შენახვაც არ შეუძლიათ და ელოდებიან, რომ მაღალი ხარისხის თხილის გაყიდვები მოგვიანებით, ფასების გაზრდის შემდეგ დაიწყება.
თხილის გადამამუშავებელ კომპანიებში აცხადებენ, რომ ამჟამად მიწოდებული თხილის გულის ტენიანობა 10-20%-ს შეადგენს, შესანახად ვარგისიან მშრალ გულში კი ტენიანობა, დაახლოებით, 6%-ს უნდა შეადგენდეს. მათი თქმით, წვიმიანმა ამინდებმა თხილის ხარისხზე ნაწილობრივ იმოქმედა, რადგან ნალექის შეწყვეტამდე მოსავალი ბაღებიდან ვერ გამოჰქონდათ. როგორც წესი, თხილი წვიმის შემდეგ ადგილზევე, ანუ ბაღში, მოსავლის აღებამდე უნდა გაშრეს. ამასთან, დამატებითი დაბრკოლება მუშახელის დეფიციტი იყო.

„რაკი ფერმერები ამჟამად სველ და დაბალი ხარისხის თხილს ყიდიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსავალი ზოგადად უხარისხოა. ჩვეულებრივ, ფერმერები მაღალხარისხიან თხილს ინახავენ, რათა მოგვიანებით უკეთეს ფასად გაყიდონ. წელს წვიმამ მართლაც შეანელა თხილის მოსავლის აღებისა და გაშრობის პროცესი. ამჟამად თხილის ფასები კგ-ზე 3-დან 7 ლარამდე (0.96-2.25 დოლარზე) მერყეობს, რაც ტენიანობასა და ხარისხზე არის დამოკიდებული. ჩვენი კომპანია თხილის ექსპორტს სექტემბრიდან დაიწყებს, როცა თხილის გაშრობისა და შენახვის პროცესი დასრულდება. წელს სტაბილურ სეზონს ველოდებით. მთავარია, ფერმერებმა თხილი სწორად გააშრონ და მისი ხარისხი ხელოვნურად არ გააფუჭონ”, - განუცხადა EastFruit-ს თხილის გადამამუშავებელი კომპანია Nuts.ge-ს დამფუძნებელმა, მამუკა ბერიაშვილმა.

ლანჩხუთის თხილის გადამამუშავებელი ქარხნის, Georgian Hazelnut Corporation-ის დამფუძნებელი, თემურ გოგია, ასევე, იმედოვნებს, რომ ფერმერები კარგი ხარისხის თხილის გაყიდვას მოგვიანებით დაიწყებენ. მისი თქმით, გურიის რეგიონში ნალექის გამო, თხილის გულის ტენიანობა ორი კვირის წინანდელი 16%-დან დღეისთვის 20%-მდე გაიზარდა. გოგიას მიაჩნია, რომ წელს თხილის ხარისხზე ფაროსანა ხოჭოს არსებობამაც იქონია გავლენა, ამიტომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ამ მწერთან მუდმივი ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანია. თემურ გოგია სეზონის კიდევ ერთ უარყოფით ფაქტორად რეგიონში თხილის შემსყიდველი მცირე კომპანიების არსებობას ასახელებს.

„მცირე გადამამუშავებელი კომპანიები თხილის ხარისხს ლაბორატორიულად ვერ ამოწმებენ და ხარისხიც და ფასიც მხოლოდ მათ მიერ გამოგონილი წესებით დგინდება. შედეგად, ფერმერი მაღალი ხარისხის თხილის მოყვანის მოტივაციას კარგავს. როგორც წესი, ფასი, რომელსაც თხილში ვიხდით, ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე არის დამოკიდებული. ჩვენთან ბევრ ფერმერს მოაქვს გასაყიდი მოსავალი, მაგრამ ჩვენ დაინტერესებული ვართ, შევიძინოთ მხოლოდ მაღალი ხარისხის თხილი, რათა ევროპელი პარტნიორების მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ“, - განუცხადა EastFruit-ს თემურ გოგიამ.

პორტალის მონაცემებით, წელს საქართველოში თხილის მაღალი მოსავალია მოსალოდნელი. აგვისტოში ახალი მოსავლის ექსპორტი დაიწყო. ქვეყნიდან უკვე 1,085 ტონა თხილის გული და 781 ტონა ნაჭუჭიანი თხილი გაიტანეს.


ნანახია: 201-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თხილზე ფასის ვარდნის შემდეგ, კვლავ გაჩნდა იმედი, რომ ქართული თხილი გაძვირდება.
დაგეგმილია საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება.
თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, წელს შარშანდელთან შედარებით უკეთესი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საქარაში თხილის გადამამუშავებელმა საწარმომ დაიწყო ფუნქციონირება.