Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“ხალხის მხრიდან იგრძნობა კეთილგანწყობა და ნდობა ‘ქართული ოცნების’ გუნდის მიმართ”

თარიღი : 12-09-2021, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ლაშეში, ლაშის იგორეთსა და ხემაღალში ამომრჩეველს შეხვდა.

მისი თქმით, მსგავსი ტიპის უშუალო და ღია შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიგონ, რა სურს მოსახლეობას და რა საკითხებია მათთვის პრიორიტეტული.

კობა ლურსმანაშვილის თქმით, ლაშეში უკვე სარგებლობენ
ბუნებრივი აირით და რეაბილიტირებული გზებით.

“დაგეგმილი გვაქვს ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სხვა სოფლების გაზიფიცირება.

პრობლემად რჩება სასმელი წყალი, თუმცა ზოგ უბანში ეს საკითხი გადაჭრილია.

შეხვედრებზე ვისაუბრე სამომავლო გეგმებზე, რომელიც ხარაგაულის რეალობას სრულად შეცვლის.

მოვისმინე ბევრი საინტერესო ინიციატივა, რომელთა სისრულეში მოსაყვანად ამ ადამიანებს მაქსიმალურად გვერდით დავუდგები.

ხალხის მხრიდან იგრძნობა კეთილგანწყობა და ნდობა ,,ქართული ოცნების “ გუნდის მიმართ.

მოსახლეობა ძალიან პოზიტიურად შეხვდა, რომ ხარაგაულის საკრებულოს პროპორციული სიის მესამე ნომერია ლაშის მკვიდრი, პროფესიით ადვოკატი, ავთანდილ კვინიკაძე. ვფიქრობ, ბ-ნ ავთანდილი თავისი გამოცდილებით და პროფესიონალიზმით ბევრ კარგ სიახლეს შემოიტანს ჩვენს გუნდში.

ლაშის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილია, საკმაოდ აქტიური და საქმიანი ადამიანი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ თოფურიძემ ამომრჩეველს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი პავლე კიკალიშვილი წარუდგინა.
ნიკო თოფურიძემ ამომრჩეველს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
ხარაგაულის მერობის კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე სოფელ ციცქიურის, ნადაბურისა და გოლისის ამომრჩეველს შეხვდა და მათ მაჟორიტარი

ამინდი