Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი ექიმი ხარაგაულის მოსახლეობას მიმართავს

თარიღი : 11-09-2021, 22:52 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულელი ექიმი, რომელიც საზღვარგარეთ მძიმე სენს ებრძვის, ხარაგაულის მოსახლეობას მიმართავს.

“მოგესალმებით ჩემო მეგობრებო! განსაკუთრებული სიყვარულით მოვიკითხავ ყველა ჩემს მეგობარს ხარაგაულის რაიონში. მესამე წელი დაიწყო, რაც მე საფრანგეთში ვებრძვი ჩემს მძიმე ხვედრს. რთულია როცა დასამარცხებელი გაქვს ორივე ფილტვში არსებული სიმსივნე, კარგავ მარჯვენა ფეხს, მაგრამ თქვენმა მორალურმა, სულიერმა გვერდით დგომამ
მე აქ წარმოუდგენელი სირთულეები დამაძლევინა. უფლის და თქვენი გვერდით დგომით ყველაფერი კარგად იქნება და მე ყველა თქვენთაგანს ჩავეხუტები საქართველოში, ამპუტირებულ მარჯვენა ფეხზე მორგებულ პროტეზს კი სრულად შევეჩვიე.

მეგობრებო არ შეიძლება ადამიანი არ ფიქრობდე შენს ქვეყანაზე, როცა ამხელა მანძილი და დრო გაშორებს სამშობლოს, ოქტომბერში საქართველოში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მთელი გულით და ალალად მინდა ყველას მოგიწოდოთ მხარი დაუჭიროთ არჩევნებში ბატონ კობა ლურსმანაშვილს და მის გუნდს.

კობას დიდი ხანია ვიცნობ და სულ მახარებდა მასთან ურთიერთობა, რადგან ის ოპერატიულად, მაღალი პროფესიონალიზმით და ადამიანურად აგვარებდა ყველა პრობლემას და მე ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ხშირად მქონდა მასთან ურთიერთობა.

კობა არის უშუალოდ ხალხის წიაღში გაზრდილი და მას კარგად ესმის მათი. რაც მთავარია, ის მცირე შესაძლებლობასაც არ უშვებს ხელიდან, რათა მათი პრობლემები გადაწყვიტოს და იზრუნოს მათზე. ყოველივეს ალალად ვამბობ და არავის უთხოვია ჩემთვის კობასთვის რეკლამა გამეწია. დღეს თუ ვინმე იმსახურებს რაიონის მართვას, ეს არის ბატონი კობა ლურსმანაშვილი. რაც შეეხება მის გუნდს, ის არის საოცარი სიყვარულით, პროფესიონალიზმით და ერთგულებით შერჩეული და დაკომპლექტებული. მე Იმედი მაქვს ჩემი ხარაგაულის რაიონის ჭკვიანი, ბრძენი და კეთილი მოსახლეობის. თქვენ აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. მე კი მალე ყველას გნახავთ და ჩაგეხუტებით გამარჯვებული,”-ამბობს გოჩა ჩხაბერიძე.


ნანახია: 286-ჯერ

მსგავსი სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაცია 'მშვიდობიანი საქართველოს' პრეზიდენტი ირაკლი ჩიგოგიძე 'ქართული ოცნების' მიერ ბაღდათისა და ხარაგაულის

ამინდი