Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა შეიცვლება ვანის მოსახლეობისთვის მომავალ წლებში?-პროექტები, რომლებიც ვანში იგეგმება

თარიღი : 11-09-2021, 09:01 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნები”-დან ალექსანდრე გოგორიშვილი წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებს.

ამჯერად მოსახლეობას ქალაქ ვანის მაჟორიტარობის კანდიდატთან, ბიჭიკო პაიკიძესთან ერთად შეხვდა.

“ვანელები კარგად იცნობენ ბიჭიკო პაიკიძეს და იციან მისი ნაკეთები ღირსეული საქმეების შესახებ.
მეამაყება, რომ ჩემი მერობის პერიოდში თანამედროვე სტანდარტების დაცვით განახლდა და სრულად რეაბილიტირდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობა, რომელიც ჩვენი სავიზიტო ბარათია.
ქალაქში მოწესრიგდა ცენტრალური საავტომობილო გზები.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ მომავალი წლის დასაწყისში, ქალაქის ყველა ქუჩაზე მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა.

ევროკავშირის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დაიწყება გივი ყიფიანის სახელობის ცენტრალური პარკის სრული რეაბილიტაცია. ასევე, თავისუფლების ქუჩაზე, ყოფილი სატყეო მეურნეობის ეზოში აშენდება მოსწავლე ახალგაზრდობისა და ტურიზმის ცენტრის შენობა, რაც დამატებითი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ერთად იმსჯელონ და დასახონ სამომავლო გეგმები ვანის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის განსავითარებლად.

სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ ქალაქ ვანის ურბანული განახლების პროექტის ფარგლებში, უკვე დაიწყო ქალაქის იერსახის მოწესრიგების სამუშაოები.

პირველ ეტაპზე, მიმდინარე წელს სრულად რეაბლიტირდება თავისუფლების, თამარ მეფის, სოლომონ მეფის და ჭავჭავაძის ქუჩები.

შეიცვლება საცხოვრებელი სახლების ღობეები, სახურავები, სრულად განახლდება საფეხმავლო ბილიკები და სკვერები.

მჯერა, მხარს დაუჭერთ ვანის მუნიციპალიტეტის შემდგომ განვითარებას, რათა მომავალშიც, აქტიურ რეჟიმში გაგრძელდეს მუშაობა ვანელების კეთილდღეობისთვის,”-ამბობს მერობის კანდიდატი.


ნანახია: 178-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულის შესახებ 'ქართული ოცნების' ვანის მერობის კანდიდატმა განაცხადა.

ამინდი