Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება

თარიღი : 10-09-2021, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, მამუკა ასლანიკაშვილის სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „იმერეთი1“-მა იმ ტერიტორიაზე, სადაც იუსტიციის სახლი უნდა განთავსდეს, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაიწყო.

პროექტის ღირებულება 6 500 000 ლარია. უახლესი სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი შენობა, სადაც 450 - ზე მეტი სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, 900 კვ.მ. ფართობზე განთავსდება.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე შეხვდა.

“იუსტიციის სახლის მშენებლობა, სადაც ერთ სივრცეში 450 - ზე მეტი სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, არა მარტო ზესტაფონისთვის, იმერეთის რეგიონისთვის, ინოვაციურ პროექტს წარმოადგენს. ეს იქნება თითოეულ მოქალაქეზე და მათ საჭიროებებზე მორგებული გარემო“, - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

იუსტიციის სახლის მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება.


ნანახია: 184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.

ამინდი