Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“მეამაყება, რომ ჩემი პარლამენტში საქმიანობის პერიოდში ზვარეს, ჩრდილსა და ნუნისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლები არაერთი შეღავათით სარგებლობენ”

თარიღი : 10-09-2021, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი დეისის, ზვარის, ჩრდილისა და ნუნისის მოსახლეობას შეხვდა.

“დიალოგის რეჟიმში ვისაუბრეთ იმ საკითხების შესახებ, რაც მათ აწუხებთ და ერთად განვიხილეთ ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც ამ სოფლებისათვის მნიშვნელოვანია.

მისასალმებელია, რომ დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ სოფლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა, არის რიგი საკითხები, რაც მოსაგვარებელია.

ჩვენ შევძელით, რომ დეისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია გაგვეახლებინა.

მიმდინარე წელს მობეტონდა ზვარისა და ნუნისის ცენტრალური გზები.

კეთილმოეწყო ასევე სოფელ ჩრდილის გზა. აქტიურად გაგრძელდება შიდა საუბნო გზების მოწესრიგება.

დაგეგმილი გვაქვს, რომ ტურისტული მიმართულებით ნუნისი კიდევ მეტად განვითარდეს და ოჯახებს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდეს.
მეამაყება, რომ ჩემი პარლამენტში საქმიანობის პერიოდში ზვარეს, ჩრდილსა და ნუნისს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა და დღეს ამ სოფლების მაცხოვრებლები არაერთი შეღავათით სარგებლობენ.

დღესვე, მოსახლეობას წარვუდგინე ზვარისა და წიფის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვახტანგ ტალახაძე, რომელიც კარგად იცნობს ამ სოფლებს და საკრებულოში საქმიანობის გამოცდილება აქვს.
მჯერა, ის შეძლებს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების ჩვენამდე მოტანას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ თემების პოზიტიურად გადაჭრას,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.


ნანახია: 189-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკოლოზ თოფურიძემ მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ ტალახაძე წარუდგინა და მათ მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
ამ დრომდე მაღალმთიანი დასახლების სტატუსი 1718 სოფელს აქვს მინიჭებული.

ამინდი