Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში დასუფთავების მანქანების ნაწილი გაფუჭდა-რა განმარტებას აკეთებს ქალაქის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი კომპანია?

თარიღი : 10-09-2021, 10:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მოქალაქეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის კუთხით არსებულ პრობლემებზე საუბრობენ.

ადგილობრივების თქმით, ბოლო პერიოდში ქალაქის სხვადასხვა უბანი ანტისანიტარიის კერად არის ქცეული, რადგან ქუთაისის დასუფთავებაზე პასუხისმგებელი ააიპ “სპეციალური სერვისები” უბნებიდან ნარჩენების დროულად გატანას ვერ ახერხებენ.

“ყარს ქუჩები. უბნები ნაგვით არის სავსე. მოგვაქციონ ყურადღება, ვიდრე რაიმე უბედურება დაგვემართა. ხომ შეიძლება მოგვხედონ და დროულად გაიტანონ ნაგავი?,”-აცხადებენ ადგილობრივები.

ააიპ “სპეციალურ სერვისებში” პრობლემის მიზეზად სპეციალური ტექნიკის დაზიანებას ასახელებენ.

“დაზიანდა სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს მწყობრიდან გამოსული ტექნიკის მუშა მანქანებით ჩანაცვლება და პარალელურად, დაზიანებულების შეკეთება. პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კონკრეტულ უბანში შესვლა შესაძლოა დაუგვიანდეს დასუფთავების მანქანას, თუმცა ისე არ მოხდება, რომ მოსახლეობა სერვისის გარეშე დარჩეს,”-აცხადებ “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.


ნანახია: 239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ.
"სპეციალური სერვისები"-ს თანამშრომლებმა ქუთაისის მასშტაბით დასუფთავების მორიგი მასშტბური აქცია განახორციელეს.
ქუთაისში, მუხნარის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა
აქციის ფარგლებში, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი პერიმეტრი გაიწმინდა.
როგორც 'სპეციალური სერვისების' საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე აცხადებს, კომპანიის

ამინდი