Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა იცვლება ზესტაფონში, მაჭავარიანის ქუჩის მოსახლეობისათვის?

თარიღი : 10-09-2021, 10:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერიის დაკვეთით, მაჭავარიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების სტადიაშია. პროექტის ფარგლებში, გზის ზედაპირი ბეტონის საფარით განახლდა, მოეწყო სანიაღვრე სისტემა. მიწისქვეშ განთავსდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის ქსელი, რომელიც რეაბილიტაციამდე მიწის ზემოთ იყო მოთავსებული.

მიმდინარე სამუშაოებს ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე ადგილზე გაეცნო.

“მაჭავარიანის ქუჩაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები განხორციელდა. გარდა იმისა, რომ მოსაწესრიგებელი იყო გზის ზედაპირი, მოსახლეობისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მიწის ზემოთ არსებული საკანალიზაციო და წყლის სისტემის ქსელი, რაც ერთგვარ ბარიერს უქმნიდა ადგილობრივებს გადაადგილების თვალსაზრისით. რეაბილიტაციის შემდეგ, ეს პრობლემა აღარ ექნება მოსახლეობას“,- გიორგი გოგლიჩიძე

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 129 753 ლარია. სატენდერო ვალდებულებით, მაჭავარიანის ქუჩის კეთილმოწყობას შპს „სანდრო“ ახორციელებს.


ნანახია: 156-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი