Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არიან ადამიანები, რომლითაც ‘ქართული ოცნება’ ქუთაისის საკრებულოს დაკომპლექტებას ცდილობს?

თარიღი : 9-09-2021, 22:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართული ოცნება” ქუთაისის საკრებულოს დაკომპლექტებას საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით შეეცდება.

“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საკრებულოს პროპორციული სია ასე გამოიყურება:

1. დიმიტრი მხეიძე - შპს დიმიტრი მხეიძის სახელობის ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკა "გიდი"-ს ექიმი, მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი

2. გია ბასილაძე - შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" წყალტუბოს სერვის ცენტრის მენეჯერი, მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი

3. მანანა ჩიხლაძე - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი, შპს "ალერგოლოგიის, ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი" დირექტორის მოადგილე

4. პაატა ლილუაშვილი - DMO იმერეთის აღმასრულებელი დირექტორი

5. ბაქარ მახარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე

6. მარეხი ნიჟარაძე - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე

7. ლევან სანიკიძე - შპს "დინა"-ს დირექტორი

8. მერაბ ჭოხონელიძე - შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლის დირექტორი

9. მაია სიმონიძე - ს.ს. სამკერვალო კომპანია "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი

10. ბესიკ ხამაშურიძე - ა(ა)იპ რაგბის კლუბი "აია"-ს ვიცე-პრეზიდენტი

11. ბექა ქებულაძე - საზოგადოება ''ბაღისკიდე'-ს თავმჯდომარე, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

12. თეა ჯუღელი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი

13. ზაქრო მამასახლისი - შპს "ახალი ტაქსები-2009"-ს დირექტორი

14. ჯემალ ბიბილეიშვილი - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის აპარატის ნამაშრომელი

15. ხათუნა კახიანი - ა(ა)იპ ''ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების'' დირექტორის წარმომადგენელი მე-18 ფილიალში

16. მერაბ დანელია - მ.პ.გ. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი

17. ზაზა სოხაძე - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი

18. ირინე ფხაკაძე - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და კლინიკური მედიცინის დეპარტამენტის პროფესორი

19. მურად ჯიშკარიანი- სსიპ იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

20. კახაბერ ბრეგვაძე - შპს ''თელგი''-ს გენერალური მენეჯერი

21. მაკა ავალიანი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების უფროსი

22. მიხეილ გიორგაძე - სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი

23. მერაბ ვაწაძე - საპატიო და ღვაწლმოსილ ქუთაისელთა დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს მდივანი

24. მაყვალა(ბაია) კოღუაშვილი - სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველის მოადგილე

25. მალხაზ სანაძე - შპს ''თოლია ქუთაისი''-ს ბრენდმენეჯერი

26. გიორგი ჭეიშვილი - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე

27. მაია კეზევაძე - „აგრო სახლი“-ს დამფუძნებელი

28. ციცინო ქარსელაძე - შპს ''კლინიკა ბომონდი''-ს ლაბორატორიული განყოფილების ხელმძღვანელი, სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიისა და ფარმაციის დეპარტამენტის თანამშრომელი.

29. ირაკლი შენგელია - ექიმი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე

30. მაგდა კოსტავა - შპს "ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო წმინდა დავით აღმაშენებლის ქსენონი"-ს კლინიკური და ადმინისტრაციული ხელმძღვანელი

31. მერაბ კვიცარიძე - შპს "ქუთაისის დ. ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინასა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრი"-ის დირექტორი, ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მე-6 მოწვევის წევრი

32. ამირან კოპალეიშვილი - ეკონომისტი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარის მოადგილე

33. ნინო უჩაძე - ა(ა)იპ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველის მრჩეველი

34. კახაბერ ბოჭორიშვილი - ეკონომისტ-ფინანსისტი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე

35. მამუკა რიჟამაძე - ექიმი პედიატრი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

36. ელისო ქაროსანიძე - ა(ა)იპ "ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" მმართველის მრჩეველი

37. თეიმურაზ ნადირაძე - ექიმი ბავშვთა ქირურგი, ასოცირებული პროფესორი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს წევრი, თავმჯდომარის მოადგილე.


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალი მოწვევის საკრებულო ერთ თვეში შეიკრიბება.
ერთი კვირის განმავლობაში ავტოქარხნის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრები, სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ქალაქ უნიეს კულტურასა და
ქუთაისის საკრებულოს 25 დეპუტატს მანდატები გადაეცათ.

ამინდი