Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვარშავიდან ქუთაისში ჩამოსული ახალგაზრდა გაუჩინარდა

თარიღი : 19-08-2021, 20:40 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
მეო­თხე დღეა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი 20 წლის ნო­დარ თა­მა­რი­ანს ეძე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლი ახალ­გაზ­რდის ოჯახ­მა გა­ავ­რცე­ლა. მათი თქმით, ნო­დარ თა­მა­რი­ა­ნი 14 აგ­ვის­ტოს ვარ­შა­ვი­დან ქუ­თა­ის­ში ჩა­მოფ­რინ­და, მე­ო­რე დღეს კი მისი კვა­ლი გაქ­რა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რებ­მა და­ა­ფიქ­სი­რა, რომ თა­მა­რი­ა­ნი აე­რო­პორ­ტი­დან სას­ტუმ­რო­ში წა­ვი­და, ღამე იქ გა­ა­თია, მე­ო­რე დღეს კი თბი­ლი­სის­კენ მო­მა­ვა­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის­კენ წა­ვი­და, სა­ი­და­ნაც მისი კვა­ლი გაქ­რა.

"ნო­და­რი 14 აგ­ვის­ტოს ჩა­მოფ­რინ­და ქუ­თა­ის­ში, კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის მი­ხედ­ვით, ის კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტში გა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას მშვი­დად, წყნა­რად, მერე მი­დის სას­ტუმ­რო­ში ტაქ­სით, ერთ ღა­მეს ათევს იქ, მე­ო­რე დღეს კი 10 კა­მე­რა აფიქ­სი­რებს, რომ გა­მო­დის სას­ტუმ­რო­დან, მი­დის სად­გუ­რის­კენ, სა­ი­და­ნაც თბი­ლი­სის­კენ გა­მო­დის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი და იმის იქით აღარ ჩანს. ნო­და­რი ჩაჯ­და თუ არა ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, ეგ უკვე აღარ ვი­ცით, იქ იკარ­გე­ბა კვა­ლი. არა­ფე­რი ვი­ცით. თუ კი ვინ­მემ რამე იცის, სად­მე ნახა ჩემი შვი­ლი, დაგ­ვი­რე­კეთ, მი­თხა­რით, სად არის ეს ბავ­შვი. იქ­ნებ ცუ­დად არის და დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა... კად­რე­ბი ვნა­ხეთ და ნო­და­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყველ­გან მარ­ტო ფიქ­სირ­დე­ბა. არ ვი­ცო­დით თუ ჩა­მო­დი­ო­და. ნო­და­რი პო­ლო­ნეთ­ში ჩემს მულ­თან იყო, 2 წელი ხორ­ცის ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და პა­ტი­ოს­ნად, არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. იქაც სახ­ლი­დან ისე გა­მო­სუ­ლა და წა­მო­სუ­ლა, არც მულ­მა იცო­და რამე. მერე, 2 დღე რომ არ გა­მოჩ­ნდა, ჩემი მული პო­ლო­ნე­თის სა­ელ­ჩო­ში მი­ვი­და და გა­ნა­ცხა­და. ძა­ლი­ან მშვი­დი, წყნა­რი, უპ­რობ­ლე­მო, ჯან­მრთე­ლი ბავ­შვია, ამი­ტომ გვიკ­ვირს მის­გან ეს ყვე­ლა­ფე­რი, ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლია ნო­დოს­გან,"-ამბობს ახალგაზრდა მამაკაცის დედა ეკა ლალოიანი.

დედის ინფორმაციით, მისი შვილისგან მსგავს საქციელს არ ელოდნენ და მომხდარის ახსნა უჭირთ.

"ძა­ლი­ან გვიკ­ვირს ყვე­ლას ნო­დოს­გან. ვერ ვხსნით, რა უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ტი­ვი, რომ ბავ­შვს ეს ნა­ბი­ჯი გა­და­ედ­გა. ძა­ლი­ან თბი­ლი, კონ­ტაქ­ტუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ბი­ჭია. იქ­ნებ თქვენ დაგ­ვეხ­მა­როთ, ვინ­მემ ხმა მოგ­ვაწ­ვდი­ნოთ, იქ­ნებ ჩვე­ნამ­დე ვერ მო­დის და ხმას ვერ გვაწ­ვდენს, და­მეხ­მა­რეთ, გე­მუ­და­რე­ბით,"-ამბობს დაკარგული ახალგაზრდის დედა.

დაკარგული ახალგაზრდის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, უნდა დარეკოთ შემდეგ ტელეფონებზე:
555407303 - ეკა

579230860 - ნუგო


ნანახია: 270-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თბი­ლის­ში ფიქ­სირ­დე­ბა, შემ­დეგ კი იმე­რე­თის
დაკარგული ახალგაზრდის ალექსანდრე ყვავაძის დედის გუგული ყვავაძის თქმით, გასული წლის 31 დეკემბერს მისი შვილი ექიმთან წავიდა, თუმცა