Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“2014 წელს საქართველოში 60 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2020 წელს -46 ათასი”

თარიღი : 4-08-2021, 16:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელის გელა სიორდიას განცხადებით, სახელმწიფოს მიერ შობადობის პრობლემის გადაჭრის მიზნით უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკის შემუშავება, რათა იმ მდგომარეობას მაინც მივაღწიოთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ახალშობილთა რაოდენობას.

“სტატისტიკის ელროვნული სამსახურის გვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 2014 წელს საქართველოში 60 ათასი ბავშვი დაიბადა, ხოლო 2020 წელს -46 ათასი. ანუ 6 წელში შობადობა შემცირდა 14 ათასით. ბევრი მიზეზი აქვს ამას ცხადია, ერთერთი არის დამსაქმებლების დამოკიდებულება, განსაკუთრებით კერძო სექტორში, როდესაც მათი მხრიდან არ ხდება დასაქმებულის ინტერესების გათვალისწინება, მცირეწლოვანი შვილების მშობლების საჭიროებებზე გათვალისწინებული სამუშაო გრაფიკის შემუშავება, არ ხდება დეკრეტული შვებულებების ანაზღაურება და ა.შ.

ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ძალიან ავტორიტეტულია საქართველოში, გასაუბრებაზე მისულ ქალ კონკურსანტს ეკითხება: ხომ არ გეგმავს ფეხმძიმობას. შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში უხდის უფრო ნაკლებ ხელფასს, ვიდრე იმავე პოზიციაზე მომუშავე კაც თანამშრომელს. სამწუხაროდ, უამრავი ასეთი ფაქტის ჩამოთვლა შეიძლება.

6 წელიწადში 14 ათასით შობადობის შემცირება ძალიან საგანგაშოა, თან იმ ფონზე, რომ 2020 წელს 46 ათასი დაბადების პარალელურად, გვაქვს 60 ათასი გარდაცვალება.

ჩემი აზრით, სახელმწიფოს მიერ შობადობის პრობლემის გადაჭრის მიზნით უნდა მოხდეს სწორი პოლიტიკის შემუშავება, რათა იმ მდგომარეობას მაინც მივაღწიოთ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა არ აღემატებოდეს ახალშობილთა რაოდენობას,”-ამბობს გელა სიორდია.


ნანახია: 271-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დემოგრაფ ანზორ თოთაძის თქმით, საქართველოს რეგიონებში იმდენად რთული ვითარებაა, რომ ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მალე გაუკაცრიელების
რეგიონში მიგრაციის დონე ისევ მაღალია.
მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა ისევ იზრდება. დღეისათვის რეესტრში თითქმის 94 ათასი ჩანაწერია, ხოლო წლის დასაწყისიდან
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაა დაახლოებით 3 721 000-ია.