Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის სოფელში ნასახლარი გამოვლინდა

თარიღი : 1-08-2021, 17:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ჭიათურის მუნიციპალიტეტში ითხვისის არქეოლოგიური ექსპედიციის მიმდინარეობისას მეცნიერების მიერ გამორჩეული ნამოსახლარი გამოვლინდა, რომელიც განვითარებულ შუასაუკუნეებს მიეკუთვნება.

არქეოლოგიურ სამუშაოებს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრი ,,არგვეთი'', პროფესორ ზურაბ ბრაგვაძის ხელმძღვანელობით ახორციელებს.

ნამოსახლარი ჭიათურის მერმა გივი მიდებაძემ, თსუ -ს ასისტენტ პროფესორთან გიორგი დვალაშვილთან ერთად მოინახულა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ერთი სამეცნიერო კამპანიის ფარგლებში, 2019 წელს უკვე გამოვლენილია ძვ. წელთაღრიცხვის I საუკუნის დროინდელი ნაგებობათა ნაშთებიც, რომლის პერიოდიც აქვე აღმოჩენილი გვიანელინისტუტი ხანის რკინის იარაღით დასტურდება.

ადრეული ნამოსახლარი ფრაგმენტულადაა შემორჩენილი, რადგან ის მოგვიანებით სამშენებლო მასალისთვის დაიშალა.
განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი XII-XIII საუკინეებისთვის დამახასიათებელი არქეოლოგიური მასალა: მოჭიქული, მოხატული და სადა ჯამები, თეფშები, დოქები, ჩაფები, ტაფები ბრინჯაოს ქვაბი, ბრინჯაოს ავგაროზი და სხვა. წინასწარი მონაცემებით არქიტექტურული სტრუქტურა XIII საუკუნის ბოლოს, კერძოდ 1283 წლის დიდი მიწისძვრის დროს განადგურდა.ნამოსახლარზე ნაპოვნ არტეფაქტებთან და არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ადრეშუასაუკუნეების პერიოდის მარანიც გამოვლინდა 12 ქვევრით.
განვითარებული შუა საუკუნეების დასახლება და მარანი უნიკალურია დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ სინამდვილეში, რადგან ამ პერიოდის ასეთი მასშტაბის დასახლება და მარან იშვიათ აღმოჩენეთა რიგს განეკუთვნება.

3 წლის განმავლობაში, ექსპედიციის დროს მოპოვებული უნიკალური ექსპონატები ჭიათურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში განთავსდება და დაინტერესებულ პირებს მისი ნახვა ქალაქ ჭიათურაში შეეძლებათ.


ნანახია: 264-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, ქუთაისის ეროვნულმა მუზეუმმა გეგუთში არქეოლოგიური სამუშაოები განაახლა. 'კრისტალი' კი
წყლით სავსე თხრილს სპეციალისტები გვიანი ბრინჯაოს ხანის მნიშვნელოვანი კოლხური კულტურული დასახლების თავდაცვის საშუალებას