Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

,,ერთი წუთითაც რომ ვთვლიდე, რომ არ ვიქნები პროდუქტიული ხარაგაულისთვის, არ გადავდგამდი ან ნაბიჯს“

თარიღი : 31-07-2021, 13:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
“ქართულმა ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ მერობის კანდიდატად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი მერი კობა ლურსმანაშვილი დაასახელა.

“ჩემო ხარაგაულელებო, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხარაგაულის რეალობაში, მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე წარდგენილი ვარ კანდიდატად.

ვიყო ხარაგაულის მერი, ეს არის ძალიან დიდი პატივი ჩემთვის და კიდევ ერთხელ, ამ გადაწყვეტილების მიღება ბევრად დასაფიქრებელი და ასაწონ-დასაწონი.

ჩემი მხრიდან ამ შემოთავაზებაზე დათანხმება ეს არ არის რაიმე ფორმით მიჯაჭვა ამ თანამდებობაზე და იმ სკამზე, რომელიც არჩევითია და ძალიან საპატიოა.

ერთი წუთითაც, რომ ვთვლიდე, რომ არ ვიქნები პროდუქტიული ხარაგაულისთვის, ერთი წუთითაც, რომ ვთვლიდე, რომ არ მექნება თქვენი ნდობა, არ გადავდგამდი ამ ნაბიჯს.

ჩემი გადაწყვეტილების მიღება დიდად განაპირობა იმ ნდობამ, რომელიც პარტიამ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ გამომიცხადა, დიდი მადლობა მათ ამისთვის.

“ქართული ოცნების” გუნდს საზოგადოებაში ძალიან მაღალი რეიტინგი აქვს. საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ჩვენი მხარდამჭერია და მიუხედავად იმისა, ვინ იქნება კონკურენტი კანდიდატი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ უფრო დიდი ნდობა, საქმეზე საუბრით, კონკრეტული ხედვებისა და ჩვენი რაიონის განვითარების მკაფიო გეგმის შეთავაზებით მოვიპოვოთ.

ჩვენ სრულიად მომზადებულები, პოლიტიკურ პროცესებში რომ ჯდება იმ ფორმატით დავხვდებით ჩვენ ოპონენტებს და ვუპასუხებთ მათ დაპირისპირებას, სიცრუეს, მათ ზღვარგადასულ ქმედებებს - სიყვარულით, პატივისცემით, ხარაგაულისათვის ჩვეული სიდინჯით. ჩვენ მათ დავანახებთ, რომ ხარაგაულში ფასობს ის ღირებულებები, რომელიც ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი.

ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას, შემდეგ კი ეს გამარჯვება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში და ჩვენი ქალაქის წინსვლაში აისახება,”-ამბობს კობა ლურსმანაშვილი.

“კობა ლურსმანაშვილი სხვადასხვა პოზიციებზე ძალიან ეფექტურად მუშაობდა. ის ყველაზე გულანთებული ხარაგაულელი იყო საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგი ოთხი წელიც გულანთებული მერი იქნება ხარაგაულის, ისევე როგორც იყო დღემდე. ეს ნამდვილად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში ერთიანად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ამ შემთხვევაშიც კობასთან მიმართებაში გუნდი იყო ერთსულოვანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევანი არის ძალიან სწორი და შედეგიც იქნება შესაბამისი,”-ამბობს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Topnews.com.ge-სთან საუბარში უკვე მაჟორიტარი აცხადებს, რომ არჩევნების შედეგებით კმაყოფილია, რადგან მოსახლეობამ მხარი ქვეყნის
პრემიერის თქმით, ლურსმანაშვილი საქართველოს პარლამენტში ხალხის ხმამაღალი ხმა იქნება.