Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი: ვიცი რას ნიშნავს ატარებდე ქუთაისის მერის სახელს, როგორი რთულია და როგორი საამაყო

თარიღი : 30-07-2021, 21:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უდიდესი პატივია, იყო ქუთაისის არჩეული მერი და ორმაგი პასუხისმგებლობაა, თუ მშობლიური ქალაქის თავკაცობას ისევ განდობენ და კვლავ დაგასახელებენ მერობის კანდიდატად-ამბობს ქუთაისის მოქმედი და ქალაქის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი.

“ქვეყნის მმართველი გუნდის ნდობა უპირველესად ქუთაისელთა ნდობის და პატივისცემის გამოხატულებაა და მადლობელი ვარ ამ ნდობისთვის! მე ვიცი, რას ნიშნავს ატარებდე ქუთაისის მერის სახელს, როგორი რთულია და როგორი საამაყო.

ჩემი მერობის არცთუ ხანგრძლივ პერიოდში ჩვენ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ფორუმს ვუმასპინძლეთ და ვხედავთ, როგორ გამოწვევებს პასუხობს ღირსეულად ჩვენი უძველესი ქალაქი. ეს პროცესი არ უნდა შეჩერდეს და ამის გარანტი არის "ქართული ოცნების" გუნდი, რომლის მხარდაჭერით, მე, როგორც ქუთაისის მერმა, ქალაქის მერიის სახელით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტის განხორციელება შევძელი და კიდევ უფრო სერიოზული გეგმები გვაქვს.

უპირველესად მადლობა მინდა გითხრათ ერთად გავლილი ამ რამდენიმე თვის გამო, თანამშრომლობის, თანადგომისა და ერთგულებისთვის! მჯერა, ამ საარჩევნო მარათონსაც ერთად გავივლით და ერთად გავიმარჯვებთ,”-ამბობს იოსებ ხახალეიშვილი.


ნანახია: 324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი პრაიმერში შესაძლოა ბრალდებულ თემურ ცამციშვილთან ერთად ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი