Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის ინიციატივით, დამატებით 2 სოფლის მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება

თარიღი : 27-07-2021, 14:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ უბისა-ღორეშა-სარგვეში-ხარაგაულის მიმართულებით მუნიციპალურ ტრანსპორტზე ტენდერი გამოაცხადა.

მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ სვლაგეზზე ორშაბათსა და ხუთშაბათს იმოძრავებს და სამი ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მოემსახურება.

წინადადებების მიღება 6 აგვისტოს დასრულდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ამ დრომდე 5 სამარშუტო სვლაგეზზე აქვს განხორციელებული შესყიდვა.

“აღნიშნული შესყიდვები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით და მგზავრობის შეღავათიანი ტარიფების უზრუნველსაყოფად დაიგეგმა.

დღეის მდგომარეობით, მუნიციპალური ტრანსპორტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემდეგი მიმართულებებით მოძრაობს:

ხარაგაული-საავადმყოფო-თეთრაწყარო-კიცხი;

ხარაგაული-ფარცხნალი;

ხარაგაული-ბაზალეთი;

ნადაბური-ხევი-ხარაგაული,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 177-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2017 წლის იანვრის თვიდან მუნიციპალური ტრანსპორტი დაინიშნა ხარაგაული-ბაზალეთი-ქროლის მიმართულებით, რომელიც აღნიშნულ სოფლებში