Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სახელმწიფო რაჭაში, ხის სახლებით ცნობილი სოფლის რეაბილიტაციას გეგმავს

თარიღი : 23-07-2021, 15:15 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილთან, ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულთან რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, პარმენ მარგველიძესთან ერთად ამბროლაურის რაიონის სოფელ გოგოლათს ესტუმრა, სადაც უნიკალური, გამორჩეული კულტურულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ხის სახლების აღდგენის საკითხზე გაიმართა მსჯელობა.

როგორც შეხვედრაზე თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიზანია, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლათში 60-მდე სახლი, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ არის ხეში თლილი და გაკეთებული, იქნეს შენარჩუნებული.

„რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ამ სოფლის სახლებს ძეგლის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი იმაში, რომ კონსერვაცია-რესტავრაციის სამუშოები დაწყებულიყო. იმედი გვაქვს, რომ დღევანდელი ვიზიტი გააცოცხლებს ამ სოფელს, მისცემს მას განახლებულ, მაგრამ ძველ ავთენტურ სახეს, რომელიც ამ სოფელს და მის არქიტექტურას ეკადრება და რაც ძალიან მნიშნელოვანია - ახალგაზრდა თაობები, ამ სახლების შემქმნელების, ავტორების შთამომავლები დაბრუნდებიან და გაცოცხლებული იქნება არა მხოლოდ ეს სოფელი, არამედ მთელი თემი, სადაც ასევე მრავლად არის ხის სახლები და ქვაში თლილი ჩუქურთმები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

თავის მხრივ, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მინისტრს და ადგილზე ჩასულ სხვა სტუმრებს ყურადღებისა და გოგოლათის საკითხით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადეს და იმედი გამოთქვეს, რომ სოფლის უნიკალური სახლები შენარჩუნებული იქნება.

ინფორმაციისთვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელი გოგოლათი, რომელიც XIX საუკუნესა და XX საუკუნის პირველ ნახევარში განაშენიანდა, გამორჩეული კულტურულ-არქიტექტურული ღირებულების 54 საცხოვრებელ აივნიან სახლს მოიცავს.

სოფელს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლის სტატუსი 2019 წლიდან აქვს მინიჭებული.


ნანახია: 332-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2009 წლის აღრიცხვის დროს ქალაქში რამდენიმე ათეული სახლი სიაში არასწორად ჩაისვა. სიის ხელოვნურად გაბერვა