Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეკონომისტი: ლარი უნდა დამთავრდეს

თარიღი : 2-07-2021, 19:57 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
"რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის",- ამის შესახებ ეკონომისტი ოთარ აბესაძე საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე წერს.

"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ივნისში ინფლაცია რეკორდულ ნიშნულზე გავიდა - 9.9%. ეს იმას ნიშნავს, რომ 9.9%-ით გაძვირდა ყველა ტიპის საქონელი თუ მომსახურება, რასაც იყენებდით.

ინფლაცია დასაშვებია 3-4% ის ფარგლებში და ეს კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ინფლაციის პარალელურია ადამიანების შემოსავლების ზრდა. პირობითად, თუ 3%-იანი ინფლაციის პროპორციულად 3%-ით იზრდება ადამიანების შემოსავლები, ეს ეკონომიკურ ბალანსს ქმნის.

როდესაც ქვეყანაში არის 9.9 %-იანი ინფლაცია (ფულის გაუფასურება, ჭარბი ფული, გაზრდილი ფასები და ა.შ) და ამის ფონზე, მოსახლეობას შემოსავლები უმცირდება (კარგავენ სამსახურს და ა.შ), იწყება ეკონომიკური კრიზისი.
რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ, რომ ლარი ფაქტობრივად სამუზეუმო ექსპონატია და დროულად გადავალთ მულტისავალუტო რეჟიმზე და დროულად შევუერთდებით ევროს მონეტარულ პოლიტიკას, მით უკეთესი თითოეული ჩვენთაგანისთვის.

ყოველი დღე არსებული ეკონომიკური რეალობის და მონეტარული პოლიტიკის, არის ჩვენი გაღარიბებისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ლარი უნდა დამთავრდეს!",-წერს ოთარ აბესაძე.


ნანახია: 426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ეკონომისტები კვლავ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაში უხეშ შეცდომებზე საუბრობენ და პროგნოზს ვერ აკეთებენ – ლარისთვის გაუფასურების
ფასების 0,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.
მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპორტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის
ინტერნეტპროვაიდერების მიერ მიღებული ჰოსტინგ შემოსავლები ყოველწლიურად, დაახლოებით, 20%-ით იზრდება.