Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ყველას ჩხრეკენ, ყველა მარშუტკას აჩერებენ,’-რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მკაცრდება

თარიღი : 8-04-2021, 18:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნინო ლომჯარია რიონის ხეობაში ჩავიდა. სახალხო დამცველი ხეობის მცველებს ხვდება. ომბუდსმენი იმ ლოკაციაზე მივიდა, სადაც პოლიციას ტერიტორია გადაკეტილი აქვს და აქტივისტებს გადაადგილებას უზღუდავს.

ომბუდსმენის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვები და გადაადგილების აკრძალვა არაპროპორციულია და რაიმე საფუძველი არ არსებობს.

"არანაირი სამართლებრივი არგუმენტაცია და დასაბუთება მე ჯერ არ მომისმენია, არც საჯაროდ, არც ოფიციალურად მიგვიღია და ვერც ადგილზე ვერ მივიღეთ. მიმაჩნია, რომ გამოყენებული ღონისძიება, გადაადგილების შეზღუდვა არის არაპროპორციული,"-განაცხადა ლომჯარიამ.

ცოტა ხნის წინ გუმათჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მცირე ხმაურსაც ჰქონდა ადგილი. აქტივისტებს სურდათ ნინო ლონჯარიასთან ერთად გადაენაცვლათ იმ ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესის მშენებლობა მიმდინარეობს, მაგრამ სამართალდამცველებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

"ხელისუფლება რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ჩაახშოს ჩვენი პროტესტი. ბლოკპოსტი აქვს მოწყობილი და არავის გადაადგილების საშუალება არ ეძლევა. ახლა მითხრეს, რომ შენ შეგიძლია გაჰყვე ომბუდსმენს ნამახვანშიო, სხვა აქტივისტებს გადაადგილების საშუალება არ აქვთ. ასევე გადაადგილება აკრძალული აქვს მოსახლეობას, რომლებიც ჩვენს პროტესტთან კავშირში არ არიან, ყველას ჩხრეკენ, ყველა მარშუტკას აჩერებენ,"-განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა.

რიონის ხეობაში საპოლიციო კონტროლი მას შემდეგ გამკაცრდა, რაც "ენკას" ახალი დირექტორი მერაბ ლომინაძე სამართალდამცველებთან ერთად ნამახვანში ჩავიდა. მისი ჩასვლის პარალელურად განახლდა ჰესის მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია, დაიგეგმა აქციაც. იმ მიზნით, რომ აქციას ჰესის მოწინააღმდეგეები არ შეერთებოდნენ, პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა გადაკეტა. რიონის ხეობაში ამ ეტაპზე პროტესტის ორი კერაა: გუმათსა და ნამახვანში.

ჰესის მოწინააღმდეგეების პროტესტი უკვე 166-ე დღეა გრძელდება.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 185-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი