Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე ააიპების საქმიანობის გაცნობას განაგრძობს

თარიღი : 8-04-2021, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერის პირველი მოადგილის სტუმრობისას ხარაგაულის შ. ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში, მუსიკალური ბენდის ,,გრავე“- ს რეპეტიციები მიმდინარეობდა.

ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან ერთად, შ. ბუაჩიძის სახელობის ხარაგაულის სამუსიკო სკოლის რეპეტიციებს დაესწრო და სკოლის მუშაობის და პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

“ასეთი შეხვედრების მიზანი აიპების საქმიანობის შიდა პროცესის დაკვირვება და არსებული რეალობის შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რაც ხელს შეგვიწყობს სწორად დავგეგმოთ ის ნაბიჯები, რათ მათი საქმიანობის გასაუმჯობესებლად უნდა გადაიდგას,”-განაცხადა ვარლამ
ჭიპაშვილმა.

სამუსიკო სკოლა აქტიურად ემზადება და მუშაობს სოფლებში გასვლითი კონცერეტების ჩასატარებლად.

მიმდინარე წელს სკოლაში რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტია დაგეგმილი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად მზადება დაწყებულია და რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს.

სკოლაში ფორტეპიანოს
და ვიოლინოს წრეებიდან მუსიკალურ განათლებას 64 მოსწავლე იღებს. ადგილზე ასევე ტარდება სოლფეჯიოს, მუს. ლიტერატურის, ფოლკლორის, საესტრადო ვოკალის, აკომპანიმენტის, გიტარის შემსწავლელი წრის მეცადინეობები, სწავლა უფასოა. სკოლას ასევე ჰყავს მომღერალ გოგონათა ორი გუნდი.

“პანდემიამ მნიშვნელოვნად შეუშალა ხელის სკოლის საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილები დისტანციურად ტარდებოდა, ეს არ იყო შედეგის მომტანი და ხარისხზე გათვლილი. ამიტომ ახლა კიდევ უფრო მეტი დატვირთით ვმუშაობთ მოსწავლეებთან,”- ამბობს სკოლის დირექტორი ლალი ალექსიძე.


ნანახია: 106-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ დღისთვის ხარაგაულში სტუმრად რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები და მეგობრები იმყოფებოდნენ.
კონცერტს თერჯოლის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე ეძღვნებოდა.

ამინდი