Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ჟურნალისტებს: გექნებათ იმის საშუალება, რომ კომფორტულ გარემოში იმუშავოთ, აკეთოთ თქვენი საქმე და წვიმაში, ცუდ ამინდში არ იყოთ გარეთ, ქუჩაში, ავტომობილებში

თარიღი : 8-04-2021, 13:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიაში მედიაცენტრი რამდენიმე დღეში მზად იქნება. ამის შესახებ ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მედიასთან თანამშრომლობისთვის. ეს არაერთი წელია ჩემი მხრიდანაც დასტურდება იმ თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ ერთმანეთში გვაქვს. თუნდაც ის ახალი მედიაცენტრი, რომელიც რამდენიმე დღეში მზად იქნება და გექნებათ თქვენ იმის საშუალება, რომ კომფორტულ გარემოში იმუშავოთ, აკეთოთ თქვენი საქმე და წვიმაში, ცუდ ამინდში არ იყოთ გარეთ, ქუჩაში, ავტომობილებში. ვამზადებთ ამ ცენტრს, მოგეწოდებათ და მერე თუ რამე იქნება საჭირო გამოვასწორებთ,"-განაცხადა ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, იოსებ ხახალეიშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს ღია სივრცეში მუშაობა არ უნდა უწევდეთ და მერად დანიშვნის პირველივე დღიდან, მედიის წარმომადგენლებს პრესცენტრის მოწყობას დაჰპირდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 197-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი