Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერმა ვანელი სპორტსმენი გოგონები დააჯილდოვა

თარიღი : 8-04-2021, 12:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა ვანელი სპორტსმენი გოგონები საქართველოს ღია ჩემპიონატში მიღწეული წარმატებისთვის დააჯილდოვა.

2021 წლის 20 თებერვალს, საქართველოს ზამთრის ეროვნულ ღია ჩემპიონატზე მძლეოსნობაში და ამავე წლის 21 მარტს, ქალაქ თბილისში ჩატარებულ მძლეოსნობის ღია ჩემპიონატზე, ვანელი სპორტსმენი თამთა ღვინიანიძე პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

თამთა გსაქართველოს პირველი ნომერი ქალთა შორის, სიგრძეზე ხტომასა და სამხტომში გახდა.

ამჟამად ის ევროპის გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, რომელიც 20-28 ივნისს კვიპროსში გაიმართება.

თამთასთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ლიცენზიის მოსაპოვებლად, რომელიც ნორვეგიის ქალაქ ბერგენში გაიმართება, კიდევ ორი ვანელი სპორტსმენი: ნინო ბოლქვაძე და თიკო ჩახუნაშვილი იბრძოლებენ.

ნინო ბოლქვაძემ 2021 წლის ზამთრის ღია ჩემპიონატზე და თბილისის ღია ჩემპიონატზე მძლეოსნობაში 400 მეტრ რბენში და 800 მეტრ რბენში მეოთხე ადგილი, თიკო ჩხუნაშვილმა კი 400 მეტრ რბენში მესამე ადგილი დაიკავა.

გოგონები საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე პირველი ადგილისა და ევროპის გუნდური ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებენ.


ნანახია: 109-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ზამთრის ღია პირველობა თბილისში, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს ჩატარდა.
ჩემპიონატში მსოფლიოს 20 ქვეყნის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

ამინდი